ეკონომიკა
17/05/2022

თიბისი კაპიტალი სებ-ისგან რეზერვების შევსებას ელის

გამყარებული ლარის ფონზე, თიბისი კაპიტალს ეროვნული ბანკისგან რეზერვების შევსების მოლოდინი აქვს.

საინვესტიციო ბანკში ლარის ბოლოდროინდელ გამყარებას რამდენიმე ფაქტორს უკავშირებენ, მათ შორისაა გაზრდილი სავალუტო შემოდინებები და მკაცრი მონეტარული პოლიტიკა, რომელიც ინფლაციის წნეხს ანელებს. ამ დროისთვის 1 დოლარი Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში 3-იან ნიშნულს ჩამოცდა, თუმცა თიბისი კაპიტალის მთავარი ეკონომისტი ოთარ ნადარაია წელს, ეროვნული ვალუტის მკვეთრ გამყარებას არ პროგნოზირებს, მოლოდინი უფრო 2023 წლიდან, სუსტი დოლარის პირობებში არსებობს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს საერთაშორისო რეზერვები აპრილში 17-თვიან მინიმუმზე იყო. 30 აპრილის მონაცემებით, ქვეყანა 3 მილიარდ 830 მილიონ დოლარამდე სარეზერვო აქტივებს ფლობს. მაჩვენებელი მარტთან შედარებით 204 მლნ დოლარით არის შემცირებული, რაც ევროსა და დოლარს შორის კურსთახვაობით, საგარეო ვალის მომსახურებითა და სვოპების შეწყვეტით აიხსნება.

რაც შეეხება ფულად გზავნილებს, აპრილში წლიურ ჭრილში თითქმის 60 პროცენტიანი ზრდაა. გაოთხმაგებულია ფულადი გზავნილები რუსეთიდან და 133 მილიონ დოლარს აღწევს, რის შედეგადაც რუსეთმა პირველ ადგილზე იტალია ჩაანაცვლა. 4 თვეში საქართველოში ფულადი მოცულობების მოცულობა მთლიანობაში 850 მილიონ დოლარს აჭარბებს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023