ეკონომიკა
27/03/2023

წისქვილკომბინატები მუშაობის გაგრძელებას კვლავ ვერ ახერხებენ

წისქვილკომბინატები მუშაობის გაგრძელებას კვლავ ვერ ახერხებენ.

როგორც ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციაში  გადაცემას "ბიზნესი რუსთავი 2-ზე" განუცხადეს, ბაზარზე რთული ვითარებაა, გაჩერებულია ყველა წიქვილკომბინატი, რის მიზეზიც რუსეთიდან ხელოვნურად გაიაფებული ფქვილის იმპორტია.

"საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის" აღმასრულებელი დირექტორის, ლევან სილაგავას განცხადებით, ახლანდელი ვითარება ბაზარზე არის ძალიან მძიმე.

"წისქვილკომბინატები გაჩერებულები არიან. იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთიდან  ხელოვნურად გაიაფებული რუსული ფქვილი შემოდის, ამის გამო წისქვილკომბინატები ადრე ნაყიდ ხორბალს ვერ ამუშავებენ  და ასევე ადგილობრივი ფერმერებისგან ხორბალს ვერ ღებულობენ, რომელიც  ჯერ კიდევ საქართველოშია ჩარჩენილი,"-აცხადებს სილაგავა. 

წისქვილკომნინატებს ვერც ადგილობრივი ფრემერები აბარებენ ხორბალს, რომლის მარაგიც ამ დროისთვის 39-40 ტონაა. გაუყიდავი პროდუციის გამო მათ არ აქვთ ფინანსური რესურსი შხამ -ქიმიკატების შესაძენად და ხვნა- თესვის სამუშაოები ჩასატარებლად.

ასოციაციაში ამბობენ, რომ ხორბლის მწარმოებელთა და მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციების მიმართვის საფუძველზე, საკითხი მთავრობის 2 სხდომაზე განიხილეს, თუმცა გადაწყვეტილება პურის ფასის შესაძლო გაძვირების რისკების გამო ვერ მიიღეს.

შეგახსენებთ, ხორბალზე რუსეთის მიერ დაწესებულმა ექსპორტის გადასახადმა პრობლემები რამდენიმე მიმართულებით შექმნა და მთავრობა არჩევანის წინაშე დააყენა - გაძვირებულიყო პური, როგორც სოციალური პროდუქტი თუ წისქვილკომბინატებისთვის არახელსაყრელი გარემო შექმნილიყო. მთავრობამ მეორე ვარიანტი აირჩია, რის შემდეგაც წისქვილკმობინატებს პრობლემები ექმნებათ. რამდენიმე მცირე საწარმო დაიხურა კიდეც.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023