ეკონომიკა
17/06/2023

"თუ ელექტრონული კომერციის ბაზარზე სიტუაცია დარეგულირდება, მომხმარებლებს მეტი ნდობა ექნებათ"

USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის დაკვეთით, „ელექტრონული კომერციის შესახებ“ კანონის ხარჯსარგებლიანობის ანალიზი ჩატარდა. კვლევაზე ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია PMO-მ იმუშავა, რომლის კონსულტანტი ემა თოდუა „ბიზნესპარტნიორს“ ხარჯსარგებლიანობის ანალიზის მიგნებებზე ესაუბრა.

„ანალიზი გავაკეთეთ 2022 წლის ივლისიდან-ოქტომბრის თვის ჩავლით პერიოდში, როცა უკვე ამ კანონპროექტის განხილვები მიმდინარეობდა. ანალიზის დროს გამოიკვეთა, რომ საქართველოში ელექტრონულ კომერციას რეალურად ბევრად მეტი პოტენციალი აქვს, ვიდრე ახლა მას ვიყენებთ.

ამის მთავარი მიზეზი მომხმარებლის მხრიდან ნდობის ნაკლებობაა.  იმაზე მეტი ადამიანი იყენებს ელექტრონულ პლატფორმებს ინფორმაციის მოსაძიებლად და გასაცნობად, ვიდრე ისინი რეალურად შესყიდვას ახორციელებენ.

ჩვენ ამ მიმართულებით ევროკავშირის მაჩვენებელზე დაბალი მაჩვენებელი გვაქვს. დღევანდელი მოცემულობით, ელექტრონული კომერციის მაჩვენებელი საქართველოში არის მხოლოდ 1,1%, მაშინ როდესაც ევროკავშირის ქვეყნებში საშუალო მაჩვენებელი არის 12%. იმ შემთხვევაში თუ ელექტრონული კომერციის ბაზარზე სიტუაცია დარეგულირდება და მომხმარებლებს მეტი ნდობა ექნებათ, ჩვენც ამ 12%-იან მაჩვენებელს მივუახლოვდებით“, - აღნიშნა ემა თოდუამ.

მისივე თქმით, ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია PMO-მ „ელექტრონული კომერციის შესახებ“ კანონის ხარჯსარგებლიანობის ანალიზი 10 წლიანი პერსპექტივით დათვალა და გამოიკვეთა, რომ მას შემდეგ რაც ეს კანონი ძალაში შევა, ადამიანების ნდობა გაიზრდება, გაიზრდება კერძო და საჯარო სექტორის სარგებელი, რადგან ეს გავლენას იქონიებს მშპ-ს ზრდაზეც.

შეგახსენებთ, საქართველოში ბიზნესსაქმიანობის გაციფრულების როლი განსაკუთრებით გამოიკვეთა პანდემიის დროს, როდესაც დაწესებული რეგულაციების გამო, მრავალმა ბიზნესმა  ციფრული ტექნოლოგიების დანერგვა ყოველდღიურ საქმიანობაში დაიწყო.

ამ ტენდენციიდან გამომდინარე, გარდა „ელექტრონული კომერციის შესახებ“ კანონისა, რომელიც პარლამენტმა 2 დღის წინ მიიღო, ქვეყანაში უკვე არსებობს  მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ 2022 წელს მიღებული კანონიც და ის ასევე დისტანციური და ელექტრონული კომუნიკაციის გზით განხორციელებულ საქმიანობებს მოიცავს.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023