ეკონომიკა
09/10/2020

უცხოელები საქართველოს უძრავი ქონების ბაზრით ინტერესდებიან - Noble Real Estate

საქართველოს უძრავი ქონების ბაზრით უცხოელები ინტერესდებიან, თუმცა კორონავირუსის პანდემიის ფონზე აქტიურობა სექტორში ძალიან დაბალია.

როგორც საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის“  მმართველი საბჭოს წევრი და კომპანია Noble Reale Estate-ის დამფუძნებელი ვაჟა მებაღიშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, საკმაოდ დიდი ინტერესია საფრანგეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან და აშშ-დან. ისინი აკვირდებიან ზოგად ფონს, თუ რამდენად არის ფასები შეცვლილი და ასე შემდეგ.

როგორც მებაღიშვილი განმარტავს,უცხოელების 70% საქართველოში უძრავი ქონების შეძენითაა დაინტერესებული, დანარჩენს კი საცხოვრებელი ფართის შეძენა იჯარით სურს.

გარდა ამისა, უცხოელები საქართველოში საოფისე ფართების მიმართ ინტერესს ნაკლებად გამოხატავენ, რასაც ვერ ვიტყვით ქართველებზე, რომლებიც შედარებით ბიუჯეტური ფართების მოძიებაზე გადავიდნენ. ამის მიზეზი კი გაზრდილი ხარჯი და შემცირებული შემოსავალია.

„გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ტრანზაქციების რაოდენობა შემცირებულია. ზუსტი ნიშნულის თქმა ძნელია, თუმცა, 60%-იანი კლება მაინც სახეზეა. 

რაც შეეხება მოლოდინებს, სექტორში აზრი ორ ნაწილადაა გაყოფილი. ერთი ნაწილი სამომავლოდ უძრავ ქონებაზე ფასების ზრდას ელოდება, მეორე ნაწილს კი საპირისპირო მოლოდინი აქვს,“ - აცხადებს მებაღიშვილი.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023