ეკონომიკა
07/12/2020

უცხოური ავიაკომპანიების ტექნიკურმა დაშვებამ საქართველოს ₾7 მილიონის შემოსავალი მოუტანა

საჰაერო  ეკიპაჟებისთვის  ტექნიკური დაშვების მიმზიდველი პირობების შეთავაზებით, პანდემიის პირობებში, საქართველომ 7 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო.

ოპერატორებისთვის შეთავაზებული პროექტი ითვალისწინებს  პროტოკოლს  ეკიპაჟების უსაფრთხო ტრანსპორტირების და სპეციალურად ამ მიზნით გამოყოფილ სასტუმროებში განთავსების შესახებ.

„გეოგრაფიული მდებარეობის,ნებართვების მიღების გამარტივებული პროცედურების და მიღებული უსაფრთხოების ზომების გამო, პროექტი მიმზიდველი გახდა უცხოური ავიაკომპანიებისთვის და მან ამ ეტაპზე ჯამურად დაახლოებით 7 მილიონის შემოსავალი მოუტანა სერვისის მიმწოდებლებს: აეროპორტს, სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს, საწვავგამმართველ საწარმოს, ბაზრის სხვა შედარებით მცირე მოთამაშეებს“, - აცხადებს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო.

მაგალითისთვის, 2020 წლის 22 მარტიდან 1 დეკემბრის ჩათვლით საქართველოში შესრულდა 525 ფრენა ტექნიკური დაშვების მიზნით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი მხოლოდ 129 ფრენა. ეკიპაჟის დასვენების მიზნით შესრულდა 541 ფრენა. საქართველოში შემოვიდა ეკიპაჟის 2270 წევრი. პროექტში ჩაერთვნენ ახალი ავიაკომპანიები: Antonov, Air X Charter, Air Hamburg, Harmony Jet, Ukrainian Wings, Fleet Air და სხვა.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023