ეკონომიკა
25/01/2023

ვინ შეაგროვებს საავტორო უფლების მფლობელთა ჰონორარებს - ცვლილებები კანონმდებლობაში

„საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები შედის. ცვლილებების ინიცირება საგაზაფხულო სესიაზეა დაგეგმილი.

როგორც "საქპატენტში" აცხადებენ, ცვლილებების საჭიროება განაპირობა იმას, რომ დღეს არსებული რედაქცია მოძველებულია და ვერ უზრუნველყოფს საავტორო უფლებების მფლობელთა ქონებრივი უფლებების, მეორე მხრივ კი, მომხმარებელთა უფლებების დაცვას.

„USAID-ის დაკვეთით ჩატარდა კვლევა, საიდანაც გამოიკვეთა მნიშვნელოვანი საკითხები. მათ შორის, ავტორები მიიჩნევენ რომ მათი ქონებრივი უფლებები არ არის სათანადოდ დაცული და მათთვის ჰონორარების გადაცემის პროცესი არ არის გამჭვრივალე, რაც წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას.

გარდა ამისა, კვლევაში აღნიშნულია სხვა ტიპის სავარაუდო დარღვევები, რომელიც შეიძლება გავლენას ახდენდეს ავტორთა ქონებრივი უფლებების მართვის ეფექტიანობაზე. ამიტომ, გამოიკვეთა კანონში ცვლილებების შეტანის საჭიროება, რათა შემუშავდეს ეფექტიანი მექანიზმები და მომავალში შესაძლებელი გახდეს ჰონორარების შეგროვებისა და განაწილების პროცესის მონიტორინგი“ - აცხადებს "საქპატენტის" თავმჯდომარე სოსო გიორგაძე.

ავტორებისთვის ჰონორარის გადახდა ეკისრება ყველა იმ მომხმარებელს, რომელიც იყენებს ამა თუ იმ ავტორის მუსიკას. მათ შორისაა რესტორნები, სასტუმროები, კაფე-ბარები და სხვა დაწესებულებები. საავტორო უფლებების თანახმად, მომხმარებლები ჰონორარს უხდიან როგორც მუსიკის, ასევე ტექსტის ავტორს, ხოლო, ჰონორარების შეგროვებასა და განაწილებაზე ზრუნავენ კოლექტიური მართვის ორგანიზაციები.

„მნიშვნელოვანია დაიხვეწოს მექანიზმები და შეიქმნას ისეთი პირობები, რომელიც გარანტირებულად მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ავტორებისთვის თავიანთი დამსახურებული ჰონორარების მიღება იყოს გამჭვირვალე და სამართლიანი. სწორედ ამ მექანიზმების ჩამოყალიბებაზე და საკანონმდებლო გარანტიებზე ვმსჯელობთ. კოლექტიური მართვის ორგანიზაციების საქმიანობის წესი გაიწერება კანონში და კანონი იქნება პირველი გარატია იმისა, რომ ჩამოყალიბდეს გამართული წესები საქმიანობისთვის. ამ წესის შესრულების მონიტორინგს კი განახორციელებს საქპატენტი“ - აცხადებს სოსო გიორგაძე.

საქართველოში კრეატიულ ინდუსტრიებში კოლექტიური მართვის საკითხები USAIDის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის ფარგლებში შეფასდა.

კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხული დაინტერესებული მხარეები თვლიან, რომ საქართველოში საავტორო უფლებების დაცვის მხრივ არსებული ზოგადი მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია, ის შორსაა იდეალურისაგან.

მფლობელებისგან განსხვავებით მომხმარებლები საავტორო უფლებების დაცვის მხრივ არსებულ ზოგად მდგომარეობას უფრო ნეგატიურად აფასებენ. კომპანიების 50%-ის მოსაზრებით, საქართველოში საავტორო უფლებები დაცული არაა ან უფრო დაუცველია, ვიდრე დაცული. თვისებრივი და რაოდენობრივი კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხული უფლების მფლობელებისა (44%) და მომხმარებლების (46%) უდიდესი ნაწილი საავტორო უფლებების დაუცველობის მიზეზად კანონდებლობის გაუმართაობას ასახელებდა.

თვისებრივი და რაოდენობრივი კვლევის მონაწილეებმა საავტორო უფლებების დაცვის ხელიშემშლელ ფაქტორებს შორის საზოგადოებისა და ავტორ-შემსრულებლების ცნობიერების ნაკლებობა, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ნაკლებობა, პოლიტიკური ნების არარსებობა და საჯარო სექტორში დასაქმებულ სპეციალისტებში ინტელექტუალური საკუთრების საკითხებზე კვალიფიკაციის ნაკლებობა დაასახელეს. თვისებრივი კვლევის შედეგების მიხედვით, საავტორო უფლებების დარღვევის შედეგად ყველაზე მეტად მუსიკის, კინოსა და ანიმაციის სფეროები ზარალდებიან.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023