ენერგეტიკა
27/02/2021

16 მლრდ მ³ გაზის მარაგების პერსპექტივა - "ბლოკ ენერჯი" საბურღ სამუშაოებს მალე დაიწყებს

თბილისთან ახლოს კომპანია „შლუმბერჟე რუსთაველი ქომფანი ლიმითედის“ სალიცენზიო ტერიტორიაზე გაზის მოსაპოვებლად საბურღ სამუშაოებს კომპანია „ბლოკ ენერჯი“ ჩაატარებს.

"შლუმბერჟემ" ამ ტერიტორიაზე 5000 მეტრიანი ჭაბურღილი გაბურღა და 16 მლრდ კუბ. მეტრი გაზის მარაგის აღმოჩენაზე განაცხადა.

გაზის მოსაპოვებლად ჰორიზონტალური ბურღვითი სამუშაოებია ჩასატარებელი, რომელიც სავარაუდოდ, მომავალი წლიდან დაიწყება და სწორედ ამ სამუშაოებს შეასრულებს „ბლოკ ენერჯი“.

„კომპანიის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციით, ამ ფართობზე ამოსაღები გაზის მარაგი 16 მლრდ კუბ. მეტრი გაზია. ეს მოცულობა საქართველოს 8 წლის მთლიან მოხმარებას დაფარავს. თუმცა, იქ არის გარკვეული გეოლოგიური თავისებურებები და ამ გაზის ათვისებას სჭირდება სხვა ტექნოლოგია, რომელიც ჰორიზონტალურ ბურღვას გულისხმობს. "შლუმბერჟემ" შეიყვანა ამ ბლოკში საშუალო სიდიდის კომპანია „ბლოკ ენერჯი“, რომლის აქციები ლონდონის საფონდო ბირჟაზეც ივაჭრება. სწორედ ეს კომპანია, როგორც ოპერატორი, განახორციელებს ჰორიზონტალურ ბურღვას“, - განუცხადა „ბიზნესპარტნიორს“ ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი ტატიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ „ბლოკ ენერჯის“ გამოცდილებაც აქვს. რამდენიმე თვის წინ მსგავსი სამუშაოები ჩატარდა მეორე ბლოკზე და ძველი ჭაბურღილებიდან ძალიან კარგ შედეგზე გავიდა.

„ამ საბადოდან, სახელმწიფოს ამ ეტაპზე უფასოდ ეკუთვნის გაზის 25%, ინვესტიციების ამოღების შემდეგ სახელმწიფოს წილი 60%-მდე გაიზრდება“, - განაცხადა გიორგი ტატიშვილმა.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023