ენერგეტიკა
08/08/2022

16 წელში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანმა 4 მლრდ-მდე ბარელი ნავთობი გაატარა

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანმა 16 წლის განმავლობაში 3.87 მლრდ ბარელი (516 ტონაზე მეტი) ნედლი ნავთობი გაატარა, 5087 ტანკერი დაიტვირთა და გაიგზავნა მსოფლიო ბაზრებზე, - ანგარიშს კომპანია BP ავრცელებს.

კომპანიის მონაცემებით, 2022 წლის პირველ ნახევარში, დაახლოებით 107 მილიონი ბარელი (14.1 მილიონ ტონაზე მეტი) BTC-ის მიერ ექსპორტირებული ნედლი ნავთობი ჯეიჰანის ტერმინალზე 148 ტანკერში ჩაიტვირთა.

2022 წლის პირველი ნახევრის განმავლობაში, BTC-ის საოპერაციო დანახარჯი 49 მილიონ დოლარზე მეტი იყო, კაპიტალური დანახარჯი კი 9 მილიონ დოლარს აღემატებოდა.  

2022 წლის 23 მარტს, BTC-მ მნიშვნელოვან შედეგს მიაღწია და სანგაჩალის ტერმინალიდან აზერბაიჯანის, საქართველოს და თურქეთის გავლით ტრანსპორტირებული ნავთობი ჯეიჰანის ტერმინალზე მე-5000 ტანკერი ჩაიტვირთა.

მილსადენი 1768 კმ სიგრძისაა და ფუნქციონირება 2006 წლის ივნისში დაიწყო. 

BTC ამჟამად ძირითადად აზერბაიჯანიდან ACG-ის ნედლი ნავთობის და შაჰ-დენიზის კონდენსატის ტრანსპორტირებას ახორციელებს. BTC-ის საშუალებით ასევე გრძელდება კასპიის რეგიონის ნედლი ნავთობის და კონდენსატის სხვა მოცულობების ტრანსპორტირება.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023