ენერგეტიკა
19/02/2021

2031 წლისთვის ენერგოსისტემის 18% განახლებადი ენერგიით უნდა შეივსოს

2031 წლისთვის საქართველოს ენერგოსისტემის 18% ქარის და მზის ელექტროსადგურების წარმოებული ელექტროენერგიით უნდა შეივსოს,- აღნიშნულს გადამცემი ქსელის განვითარების ახალი ათწლიანი გეგმა ითვალისწინებს.

არსებული პროგნოზით, ათ წელიწადში საქართველოს ენერგოსისტემის დადგმული სიმძლავრე 2,2-ჯერ უნდა გაიზარდოს და 10 389 მეგავატს უნდა მიაღწიოს, აქედან 4288 მგვტ მარეგულირებელი ჰესების სიმძლავრე იქნება, 2900 მგვტ მოდინებაზე მომუშავე ჰესების.

ჯამში ჰესების წილი ჯამურ დადგმულ სიმძლავრეში 69% უნდა იყოს. 1330 მგვტ იქნება ქარის სადგურების, ხოლო 520 მგვტ მზის სადგურების სიმძლავრე, 110 მგვტ აირტურბინების, ხოლო 1248 მგვტ მაღალი ეფექტურობის მქონე კომბინირებული თბოელექტროსადგურების.

პროგნოზით, საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება ყოველწლიურად დაახლოებით 5% -ით უნდა გაიზარდოს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023