ენერგეტიკა
21/08/2023

7 თვეში სანავთობო ბიტუმისა და გათხევადებული აირების იმპორტი გაიზარდა

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, 2023 წლის იანვარ-ივლისის თვეებში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა  61,1 ათასი ტონა შეადგინა, რაც 11,1 ათასი ტონით ანუ 22,2%-ით მეტია 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (50,0 ათასი ტონა) შედარებით.

2023 წლის 7 თვის განმავლობაში სანავთობო ბიტუმის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუსეთიდან - 27,1 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 44,4%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: ერაყი - 19,4 ათასი ტონა (31,7%); თურქეთი - 13,1 ათასი ტონა (21,4%); აზერბაიჯანი - 1,4 ათასი ტონა (2,3%); თურქმენეთი - 0,1 ათასი ტონა (0,2%);

2023 წლის იანვარ-ივლისის თვეებში გათხევადებული აირების (LPG) იმპორტმა შეადგინა 31,50 ათასი ტონა, რაც 9,66 ათასი ტონით ანუ 44,2%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (21,84  ათასი ტონა) შედარებით.

2023 წლის 7 თვის განმავლობაში გათხევადებული აირების (LPG) იმპორტის 99,6%  (31,36 ათასი ტონა) განხორციელდა რუსეთის ფედერაციიდან.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023