ენერგეტიკა
01/06/2021

"აჭარისწყალი" დეზინფორმაციას პასუხობს: შუახევი ჰესის დიდაჭარის კაშხალი მდგრადი და უსაფრთხო ნაგებობაა

შუახევი ჰესის დიდაჭარის კაშხალი წარმოადგენს მდგრად და უსაფრთხო ნაგებობას, რომელიც აშენებულია საერთაშორისო სტანდარტების და საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად.

დიდაჭარის კაშხალი ფუნქციონირებს საერთაშორისო სტანდარტებით გაწერილი ტექნიკური მოთხოვნების შესაბამისად. კაშხლის რუტინული მონიტორინგი მიმდინარეობს კონკრეტული თანმიმდევრობით, შესაბამისი ტექნიკური გეგმის ფარგლებში.

,,ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, თითქოს ჰესის კაშხლიდან წყალი ჟონავს, მიგვაჩნია რომ მნიშვნელოვანია საზოგადოებას მივაწოდოთ ამომწურავი ინფორმაცია აღნიშნულ საკითხზე. როგორც დიდაჭარის კაშხლის, ასევე მსგავსი ტიპის ყველა დიდი ბეტონის ნაგებობის მშენებლობა ხდება კონკრეტული თანმიმდევრობით და შედგება ცალკეული სამშენებლო სექციებისგან, რომელთა შორისაც მოწყობილია ეგრეთ წოდებული ,,კონსტრუქციული ნაკერები“, რეზერვუარის შევსების შემდეგ წყლის მცირე ფილტრაცია ჩვეულებრივი მოვლენაა და შესაბამისი ცემენტაციის სამუშაოები ტარდება პროფილაქტიკური სამუშაოების ფარგლებში. დღეის მდგომარეობით კაშხალი აბსოლუტურად მშრალია და არანაირი სახის წყლის ფილტრაცია არ შეინიშნება. ამასთან ერთად მკაფიოდ გვინდა ავღნიშნოთ, რომ წყლის მცირე სახის ფილტრაციას კაშხალზე არანაირი სახის კავშირი არ აქვს კაშხლის უსაფრთხოებასთან“ - განაცხადა კომპანია აჭარისწყალი ჯორჯიას ტექნიკური გუნდის ხელმძღვანელმა გიორგი ლაკირბაიამ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023