ენერგეტიკა
22/07/2023

აჭარისწყალი ჯორჯია: ჩვენი პრიორიტეტი ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებაა

შუახევი ჰესი ენერგეტიკის სექტორში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტია , რომელმაც ქვეყანას 187 მეგავატი სიმძლავრე და 550 მილიონი დოლარის ინვესტიცია მოუტანა.

როგორც  კომპამნია "აჭარისწყალი ჯორჯიას“ აღმასრულებელმა დირექტორმა, სატიშ ბჰარტიმ გადაცემა "ბინზესი რუსთავი 2-ს“ განუცხადა, ჰესი დაახლოებით 4% - ით ზრდის ელექტროენერგიის შიდა წარმოებას, რის გამოც საქართველოს ენერგეტიკისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ობიექტია.

როგორც სატიშ ბჰარტი აღნიშნავს, "აჭარისწყალი“ ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დამსაქმებელია.

"შუახევის ჰესის მშენებლობის ეტაპზე, 1000-ზე მეტი საქართველოს მოქალაქე დასაქმდა. მათი უმრავლესობა კი ხულოსა და შუახევში მცხოვრები ადგილობრივები იყვნენ.

ოპერირების ეტაპზე, კომპანიაში 80-მდე ადამიანი მუშაობს და ჩვენს პრიორიტეტად კვლავ ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება რჩება. შუახევ ჰესს მართავენ ახალგაზრდა ქართველი ინჟინერები, რომელთა ნაწილი მშენებლობის ეტაპზეც ჩართული იყო," -აცხადებს კომპანია "აჭარისწყალი ჯორჯიას“ აღმასრულებელი დირექტორი.

კომპანიის მთავარი მიზანი, შუახევი ჰესის არეალში მცხოვრები ადამიანების ცხოვრების დონის გაუმჯობესებაა, რის გამოც რეგიონში 150 სოციალური პროექტია განხორციელებული. ასევე 50-ზე მეტი მცირე ბიზნესი დაფინანსდა და საბოლოო ჯამში, განხორციელებული სოციალური პროექტების, როგორიცაა განათლება, ცნობიერების ამაღლებისა და ინფრასტრუქტურული მხარდაჭერის ბიუჯეტმა დაახლოებით 8 მილიონ ლარს შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ "აჭარისწყლის“ მფლობელები ნორვეგიული კომპანია  Clean Energy Invest და ინდური TaTa Power-ია. გარდა ამისა, შუახევი ჰესი საქართველოსთვის ერთადერთი პროექტია, რომლესაც ფინანსური უზრუნველყოფა სამმა უმსხვილესმა ფინანსურმა ინსტიტუტმა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა, აზიის განვითარების ბანკმა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ გაუწია.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023