ენერგეტიკა
04/03/2021

აფბა: ესკოს ინფორმაცია იმპორტირებული ელექტროენერგიის ტარიფებზე რეალურ სურათს არ ასახავს

არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციაში“ აფბა მიაჩნიათ, რომ ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორის (ესკო) მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია, იმპორტირებული ელექტროენერგიის ტარიფებთან დაკავშირებით, ვერ ასახავს რეალურ სურათს და იგი ბევრი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა.

აფბას გავრცელებულ განცხადებაში ახალგაზრდა ფინანსისტებს მაგალითად მოჰყავთ თებერვლის თვე, როდესაც ესკოს მონაცემებით საქართველოში რუსეთიდან განხორციელდა 258.85 მილიონი კილოვატსაათი ელექტროენერგიის იმპორტი, თუმცა, რეალურად ეს ელექტროენერგია სრულად მოიხმარა დე-ფაქტო აფხაზეთმა და მასში საქართველოს თანხა არ გადაუხდია.

აფბაში აცხადებენ, რომ ესკო-ს გამოქვეყნებული იმპორტირებული ელექტროენერგიის საშუალო ტარიფი, ვერ ასახავს სრულ სურათს და იგი არაერთხელ გამხდარა მანიპულირების საგანი სხვადასხვა დაინტერესებული საზოგადოებრივი ჯგუფის  მხრიდან.

აფბას შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ ესკომ გამოაქვეყნოს დეტალური ინფორმაცია, სადაც ასახული იქნება იმპორტირებული ელექტროენერგიის საფასური დღის/ღამის და დასვენების დღეების მიხედვით. შედეგად, ყველა დაინტერესებულ მხარეს საშუალება ექნება მიიღოს უტყუარი ინფორმაცია და თავიდან ავირიდებთ სიცრუის ტირაჟირებას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ - აფბამ ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს (ესკო) 2016-2021 წლის განმავლობაში იმპორტირებული ელექტროენერგიის ტარიფების გასაჯაროების მოთხოვნით მიმართა.

კერძოდ, აფბა ითხოვს საჯარო ინფორმაციას ელექტროენერგიის იმპორტის დეტალური ტარიფების შესახებ. მოთხოვნილ ინფორმაციაში, დეტალურად უნდა იქნას ასახული იმპორტირებული ელექტროენერგიის საფასური დღის/ღამის და დასვენების დღეების მიხედვით, ე.წ საკონტრაქტო ფასების მიხედვით. ამასთან, რუსეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგიის რაოდენობაზე აფბამ გამოითხოვა ინფორმაცია ცალკ-ცალკე საქართველოს ენერგომოხმარებისათვის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოხმარებისთვის.

აფბა, ამავდროულად, ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს (ესკო), მოუწოდებს იმპორტირებული ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაჯაროებამ მიიღოს მუდმივი და სისტემური ხასიათი. კერძოდ, ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ ესკომ ყოველი მომდევნო თვის 5 რიცხვამდე უნდა გაასაჯაროვოს იმპორტირებული ელექტროენერგიის ტარიფები დეტალური ჩაშლით იმ მოთხოვნათა შესაბამისად, რა მოთხოვნითაც აფბამ ესკოს დღეს მიმართა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023