ენერგეტიკა
24/10/2023

ამერიკული ნავთობის გიგანტი Chevron-ი კონკურენტ Hess Corp-ის შეძენის შესახებ აცხადებს

ამერიკულმა ნავთობკომპანია Chevron Corp-მა კონკურენტ Hess Corp-ს შეძენის შესახებ განაცხადა. კორპორაცია Hess Corp-ის მთლიან აქციებს 53 მილიარდ დოლარად შეიძენს, რაც მის კონკურენციას Exxon Mobil-თან ახალ დონეზე აიყვანს.

შეთანხმება აშშ-ს ენერგეტიკული სექტორის კონსოლიდაციაში მორიგი ნაბიჯი და Chevron-ს Exxon Mobil-თან ათანაბრებს - სულ ცოტა ხნის წინ Exxon დათანხმდა 60 მილიარდ დოლარად ეყიდა Pioneer Natural Resources, რაც მას დომინანტად აქცევს აშშ-ს შელფური ნავთობის ინდუსტრიაში. კორპორაციები ახლა ერთმანეთს უპირისპირდებიან მსოფლიოს ორ ყველაზე სწრაფად მზარდ ნავთობის აუზში - შელფურ ნაწილში და გაიანაში.

Exxon Mobil-ის, Hess-ისა და ჩინური CNOO-ს უზარმაზარი აღმოჩენების შემდეგ, ბოლო წლებში გაიანა ნავთობის ერთ-ერთი მთავარი მწარმოებელი გახდა.

ჯამურად, კომპანიები ორი ოფშორული გემიდან, 8 სხვადასხვა პროექტის ფარგლებში, დღეში 400 000 ბარელს აწარმოებენ.

Hess Corp-ის ხელმძღვანელი ჯონ ჰესი, სავარაუდოდ, Chevron-ის დირექტორთა საბჭოს შეუერთდება მას შემდეგ, რაც გარიგება დაიხურება. გარიგების დახურვა 2024 წლის პირველ ნახევარშია ნავარაუდები.

energynews.ge 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023