ენერგეტიკა
19/10/2023

"აწარმოე საქართველოში" ელექტროენერგიის წარმოების დაფინანსების კომპონენტით დიდი დაინტერესებაა

„აწარმოე საქართველოში“ ელექტროენერგიის წარმოების დაფინანსების კომპონენტით დიდი დაინტერესებაა - ამის შესახებ სააგენტოს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების დეპარტამენტის უფროსი ლაშა ბოსტაშვილი აცხადებს.

მისი თქმით, ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებიც განახლებადი ენერგიის მცირე პროექტების მშენებლობით არიან დაინტერესებული, თავდაპირველად კომერციულ ბანკს მიმართავენ, სესხის დამტკიცების შემდეგ კი, ინფორმაცია სააგენტოში იგზავნება.

"უკვე შემოსულია რამდენიმე აპლიკაცია დამტკიცებული სესხის შესახებ კომერციული ბანკებიდან და სააგენტო შვიდ კალენდარულ დღეში დაადასტურებს. ერთი შემთხვევა უკვე გაქვს, სადაც კონკრეტული ბენეფიტებით შევედით. ორი განაცხადი დამუშავების ეტაპზეა. სააგენტოს ყველა თანამშრომელს, რომელსაც შეხება აქვს ამ პროექტთან, ძალიან აქტიური კომუნიკაცია აქვს როგორც პოტენციურ მეწარმეებთან, ასევე კომერციულ ბანკებთან. პროცესში კომერციული ბანკი არის პირველი ეტაპი და სესხის დამტკიცების შესახებ ინფორმაცია იგზავნება ჩვენთან. ბუნებრივია, მოწმდება შესაბამისობა კრიტერიუმებთან და ჩვენ შვიდ დღეში ვადასტურებთ. ეს ყველაფერი კი მთლიანად გაციფრულებულია და ონლაინ სივრცეში ხდება“ - ამბობს ლაშა ბოსტაშვილი.

ელექტროენერგიის წარმოების დაფინანსების კომპონენტი „აწარმოე საქართველოში“ ბიზნეს უნივერსალის პროგრამას ერთი თვის წინ დაემატა. პროგრამის ფარგლებში, სააგენტო ახორციელებს სესხის პროცენტის სუბსიდირებას სესხის სრული ვადით - სებ-ის რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებული 5%-ის ოდენობით.

აღნიშნული ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში სესხით/ლიზინგით სარგებლობისთვის სავალდებულოა, ობიექტი აწარმოებდეს მზის, ქარის ან ჰიდროენერგიას და მათი დადგმული სიმძლავრე 0.5 მეგავატს არ აღემატებოდეს.

energynews.ge

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023