ენერგეტიკა
27/10/2023

აზერბაიჯანი საქართველოს გავლით, 25 მლრდ კუბური მეტრი გაზის და 25 მლნ ტონა საწვავის ექსპორტს განახორციელებს

მიმდინარე წელს აზერბაიჯანი განახორციელებს 24 მლნ ტონა საწვავის ექსპორტს და ეს მოცულობა მთლიანად გაივლის საქართველოზე - ამის შესახებ აზერბაიჯანის რესპუბლიკის ენერგეტიკის მინისტრმა ელნურ სულტნოვმა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე განაცხადა.

დისკუსიაში „ენერგეტიკის დივერსიფიკაცია - გზა ენერგოუსაფრთხოებისკენ“ საქართველოს, უნგრეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის მთავრობის წარმომადგენლები და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები მონაწილეობენ.

„საქართველოს და აზერბაიჯანს არაჩვეულებრივი დამოკიდებულება გვაქვს, რაც შეიძლება, სხვებისთვის კარგი მაგალითი იყოს იმისა, თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს სამაგალითო პარტნიორობა.

აზერბაიჯანის ენერგეტიკული გზა იწყება ნავთობით, 19-ე საუკუნიდან, როდესაც პირველი ინდუსტრიული ნავთობის სატუმბი დამონტაჟდა. პირველი ნავთობსადენი ბაქოდან სწორედ ბათუმისკენ, შავი ზღვის მიმართულებით მოემართებოდა.

მას შემდეგ, რაც ჩვენ აღვიდგინეთ დამოუკიდებლობა, დაიწყო ბაქო-სუფსის პროექტი, ნავთობსადენი. თავისთავად, ამ პროექტების წარმატება სხვადასხვა ჩართულ მხარეს შორის თანამშრომლობის შედეგია. წელს, აზერბაიჯანი განახორციელებს 24 მლნ ტონა საწვავის ექსპორტს და ყველა საქართველოს ნავთობსადენს გაივლის.

20-ე საუკუნიდან, ნავთობის ისტორია ბუნებრივი აირით, ე.წ. სამხრეთ კავკასიის ნავთობხაზით გრძელდება. წელს უკვე გვაქვს გეგმა 25 მილიარდი კუბური მეტი გაზის ექსპორტი განვახორციელოთ საქართველოს გავლით თურქეთში, თურქეთიდან - საბერძნეთში, საბერძნეთიდან - საბოლოო მიმღებებამდე. სავარაუდოდ, ეს მიწოდება გავრცელდება უნგრეთზეც“ - განაცხადა ელნურ სულტანოვმა.

energynews.ge

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023