ენერგეტიკა
15/11/2022

BAG: განახლებადი ენერგიის მხარდაჭერის ახალი სქემა ენერგოუსაფრთხოების ზრდას და ინვესტიციების მოზიდვას ხელს შეუწყობს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე ენერგეტიკის სექტორში მოღვაწე ბიზნეს ოპერატორებს განახლებადი ენერგიის მხარდაჭერის ახალი სქემა გააცნო.

შეხვედრის ფარგლებში მინისტრის მოადგილემ, რომეო მიქაუტაძემ წარადგინა მხარდაჭერის სქემის პირობები, შერჩევის კრიტერიუმები და ვადები. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული სქემით პროექტების შემუშავება განხორციელდება საჯარო და კერძო კანონმდებლობის შესაბამისად.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო შერჩევის კომისიას, რომელიც დაკომპლექტებული იქნება დარგობრივი უწყებებისა და წარმომადგენლებისგან. ასევე შეხვედრის ფარგლებში განხილული იყო საბანკო გარანტიები და აუქციონში მონაწილეობის წესები და პირობები.

აღსანიშნავია, რომ განახლებადი ენერგიის წყაროებზე ყურადღების გამახვილება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივა იყო. ასევე საგულისხმოა, რომ პროგრამის ელემენტები სრულ თანხვედრაშია საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციებთან.

შეხვედრა წარიმართა დისკუსიისა და კითხვა-პასუხის რეჟიმში, რომლის ფარგლებში დაინტერესებულმა მხარეებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს განახლებადი ენერგიის წარმოდგენილ ახალ სქემაზე.

„ენერგეტიკული უსაფრთხოება დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი გეოპოლიტიკური ვითარებისა და მსოფლიოში არსებული გამოწვევების ფონზე. მოხარულნი ვართ, რომ მინისტრი თავად დაესწრო წარდგენას განახლებადი ენერგიის ახალი სქემის წარდგენას, რომელიც ბიზნეს სექტორს მისცემს საშუალებას ეფექტიანად განახორციელონ ენერგეტიკული პროექტები, ვინაიდან ზემოხსენებული სქემა ცალსახად არის ბიზნესის მხარდაჭერა, რაც სახელმწიფოს მხრიდან პოზიტიური გზავნილია“ - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023