ენერგეტიკა
05/06/2021

ბათუმის 13 საჯარო სკოლაში მზის ელექტროსადგურები დამონტაჟდა

ბათუმის 13 საჯარო სკოლაში მზის ელექტროსადგურები დამონტაჟდა. 

საჯარო სკოლაში განთავსებული გენერაციის ობიექტები ნეტო აღრიცხვის სისტემაშია ჩართული, რაც საშუალებას მისცემს სკოლებს სრულად გამოიყენონ გამომუშავებული ელექტროენერგია.

მზის პანელების გამოყენებით აღნიშნულ სკოლებს მნიშვნელოვნად შეუმცირდებათ კომუნალური გადასახადები.

პროექტი საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდისა და ლიეტუვური კომპანია Via Solis-ის პარტნიორობით შემუშავდა, რომელმაც ლიეტუვის გარემოსდაცვის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტოს მიერ გამოყოფილი გრანტი მოიპოვა.

ბათუმში სკოლების მზის პანელების პროექტის დასრულების ცერემონიაზე საქართველოს ენერგეტიკისა და განვითარების ფონდის დირექტორმა გიორგი ჩიქოვანმა განაცხადა, რომ ბათუმის საჯარო სკოლის მზის პანელებით აღჭურვის პროექტი საპილოტეა და რამდენიმე კომპონენტს მოიცავს. მან ყურადღება გაამახვილა პროექტის საგანმანათლებლო და ეკონომიკურ კომპონენტებზე, რადგან მათი მეშვეობით ახალი თაობა უკეთ შეძლებს, გაეცნოს განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენების მნიშვნელობას.

„რაც ყველაზე მთავარია, ესაა განახლებადი, სუფთა ენერგიის ათვისება ჩვენი ქვეყნისთვის. დღეს მსოფლიოში ნომერი პირველი გამოწვევაა გლობალური დათბობა, კლიმატის ცვლილება და მსგავსი პროექტები ხელს შეუწყობს, ვაწარმოოთ სუფთა ენერგია და ჩვენი ეკონომიკის ზრდასთან ერთად გამოვიყენოთ ადგილობრივი, სუფთა განახლებადი მწვანე ენერგია. ეს პროექტი ამის კარგი მაგალითია,“ - განაცხადა ფონდის დირექტორმა.

პროექტის განხორციელების ანგარიშს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ანდრიუს კალინდრა ესწრებოდნენ.


Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023