ენერგეტიკა
12/10/2023

BP-ის პორტფელში 18 მლრდ ბარელი ნავთობის ეკვივალენტური რესურსია

BP-ის პორტფელში 18 მილიარდი ბარელი ნავთობის ეკვივალენტური რესურსია.

კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ ინვესტორთა პრეზენტაციაში ნათქვამია, რომ ეს მოცულობა 2022 წლის დონეზე არსებული მონაცემებით, 20 წლიან გამომუშავებას უდრის და სრულად დააკმაყოფილებს ინვესტორების მოლოდინს ინვესტიციების ანაზღაურებასთან დაკავშირებით.

ინვესტორის დღეს დროებითმა აღმასრულებელმა დირექტორმა მიურეი ოჩინკლოსმა უმასპინძლა და განაცხადა, რომ BP რჩება თავისი ფინანსური და ნახშირბადის შემცირების ამბიციების ერთგული.

კომპანია მიზნად ისახავს 2050 წლისთვის ნულოვანი ნახშირბადის ემისიას მიაღწიოს და მილიარდობით ინვესტიცია განახორციელოს განახლებად და დაბალემისიურ ენერგიაში. თებერვალში, BP-მ შეცვალა ნავთობისა და გაზის მოპოვების გეგმები 2030 წლისთვის - ნაცვლად 40%-მდე შემცირებისა (2019 წლის გეგმით), მოპოვება მხოლოდ 25%-მდე შემცირდება.

ინვესტორთა პრეზენტაციაში ასევე აღნიშნული იყო, რომ BP-მ გაზარდა 2030 წლისთვის ნავთობისა და გაზის ბიზნესებიდან მიღებული მოგების პროგნოზი (EBITDA) 2 მილიარდი დოლარით - 41-დან 44 მილიარდ დოლარამდე, ნავთობის საშუალო ფასით $70 ბარელზე.

მეცნიერები ამბობენ, რომ მსოფლიომ 2030 წლისთვის სათბურის გაზების გამონაბოლქვი 43%-ით უნდა შეამციროს 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით, რათა შეასრულოს 2015 წლის პარიზის შეთანხმების მიზანი და დათბობა 2 გრადუს ცელსიუსზე მაღალი არ იყოს.

energynews.ge

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023