ენერგეტიკა
15/09/2023

CFD-ში გამარჯვებულ კომპანიებთან ხელშეკრულებები ეტაპობრივად გაფორმდება

ეკონომიკის სამინისტროს ინიცირებით, საქართველოს მთავრობამ ელექტროენერგიის წარმოების სიმძლავრის პირველ აუქციონში  (CFD)   გამარჯვებულ რამდენიმე კომპანიასთან გასაფორმებელი  ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის  ხელშეკრულებები მოიწონა.

15 სექტემბრის მთავრობის სხდომაზე წარდგენილი პროექტებიდან 1 მზის, 2 ქარის და 7 ჰიდროელექტროსადგურია, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრე 165 მგვტ-ზე მეტია,  ხოლო ჯამური ინვესტიცია  225 მლნ. აშშ დოლარს აღწევს.

სიმძლავრის აუქციონში გამარჯვებული სხვა კომპანიების ენერგეტიკული პროექტები და მათთან დასადები ხელშეკრულებები საქართველოს მთავრობას ეტაპობრივად წარედგინება.

შეგახსენებთ, რომ განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის ახალი სქემის ფარგლებში პირველი აუქციონი 300 მგვტ სიმძლავრის ასათვისებლად ჩატარდა და მასში კერძო სექტორის მხრიდან ძალიან მაღალი ინტერესი დაფიქსირდა - წარმოდგენილი იყო 78 განაცხადი 943 მგვტ დადგმულ სიმძლავრეზე. სულ  გამოვლინდა 27 გამარჯვებული კომპანია, რომლებიც 15 ჰიდროელექტროსადგურის,  2 ქარის ელექტროსადგურისა და 10 მზის ელექტროსადგურის მშენებლობის პროექტს განახორციელებენ.

აუქციონის შედეგები ადასტურებს, რომ  განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემა ძალიან წარმატებით ხორციელდება, რაც, საბოლოოდ,  ენერგოსექტორში 2 მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიციის განხორციელების შესაძლებლობებს შექმნის.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023