ენერგეტიკა
29/01/2021

ჭკვიანი მრიცხველების დანერგვა ელექტროენერგიას არ გააძვირებს

ჭკვიანი მრიცხველების დანერგვის შემდეგ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ელექტროენერგიაზე ტარიფების მატებას არ ელოდება.

„სამი სცენარი გვქონდა მომზადბული. ერთი, ყველაზე სწრაფი, რომელიც ძალიან მალე ანაცველბდა არსებულ მრიცხველებს ჭკვიანი მრიცხველებით, თუმცა ამ შემთხვევაში ინვესტიციების მოცულობიდან გამომდინარე ეს გარკვეულ ზეწოლას ქმნიდა ტარიფზე და ის შეიძლებოდა გაზრდილიყო. ჩვენ ამაზე უარი ვთქვით. მეორე სცენარი იყო ძალიან გრძელ ვადაში გაწელვა, ასევე ინვესტიციების მოცულობიდან გამომდინარე. თუმცა მესამე სცენარი, რომელიც ჩვენთვის ყველაზე მისაღები აღმოჩნდა, ეს არის რამდენიმე წელიწადზე გათვლილი ეტაპობრივი გადასვლა. ამ სცენარში კარგი ის არის, რომ ყველაზე იქნება გათვლილი - ფიზიკური პირი, იურიდიული პირი, თუ ნებისმიერი სხვა სახელმწიფო უწყება, ყველაზე ერთნაირად გავრცელდება. შესაბამისად, როდესაც დასრულდება ეს რამდენიმე წლიანი პროექტი, ყველა მომხმარებელს ექნება ჭკვიანი აღრიცხვის სისტემა. ეს ერთი მხრივ ინვესტიციაა, მაგრამ მეორე მხრივ საოპერაციო ხარჯების შემცირებაა. ეს ერთმანეთის წონადი იქნება და დააბალანსებს. აქედან გამომდინარე ტარიფზე დამატებით ზეწოლას ავირიდებთ“,- აღნიშნა სემეკ-ის წევრმა, გიორგი ფანგანმა.

მანვე „ბიზნესპარტნიორთან“ ე.წ სმარტ მრიცხველების შესაძლებლობებზეც ისაუბრა.

„როდესაც ელექტროენერგიის ახალ ბაზარზე გადავალთ, ვინც უშუალოდ ენერგეტიკულ ბირჟაზე ივაჭრებს, ფასები სულ ცვალებადი იქნება. შესაბამისად, შესაძლებელია განსხვავებული ტარიფები იყოს დღისა და ღამის განმავლობაში. მაგრამ ჩვეულებრივი მრიცხველით შეუძლებელია იმის დადგენა, დღის განმავლობაში მოიხმარა, თუ ღამის განმავლობაში. ჭკვიანი მრიცხველები ზუსტად გვეუბნებიან რომელ საათში რამდენი კილოვატი იყო მოხმარებული. შესაბამისად, როდესაც ფასს მიუყენებ, უკვე გამრავლდება იმის მიხედვით, როდის იყო მოხმარებული“,- განმარტავს ფანგანი.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023