ენერგეტიკა
06/10/2022

დავით ნარმანია: ბირჟის ამოქმედება ენერგიაზე ფასს გააძვირებდა

ელექტროენერგეტიკული ბაზრის გახსნა და ბირჟის ამოქმედება გეოპოლიტიკური და საფასო რიკების გამო გადავადდა. სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანიას განცხადებით, ევროპის ენერგეტიკული კრიზისის და რეგიონში ელექტროენერგიაზე ფასების ზრდის გამო, ბირჟის ამოქმედება ფასების გაძვირებას ნიშნავდა.

ამავდროულად, მისივე თქმით, სისტემა ტექნიკურად ბაზრის გახსნისთვის უკვე მზად არის - როგოც ენერგეტიკული ბირჟის, ასევე სახელმწიფო ელექტროსისტემისა და კომერციული ოპერატორის მხრიდან სრული მზადყოფნაა.

„მთავრობამ გადაავადა მომავალი წლის მარტამდე ბაზრის გახსნა, ვინაიდან გარკვეულწილად, გეოპოლიტიკური და საფასო რისკები არსებობდა რუსეთ-უკრაინის ომიდან და თურქეთში ენერგიის მყისიერი ფასების ზრდიდან გამომდინარე. ვინაიდან, ჩვენ დეფიციტური პერიოდი გვიდგება შემოდგომა-ზამთარში, ამ პერიოდში ბაზრის გახსნა ნიშნავდა იმას, რომ ძვირიანი იმპორტი შემოვიდოდა და შესაბამისად, ბაზარზე ენერგიის ფასი გაძვირდებოდა, ამიტომ მიიღო მთავრობამ გადაწყვეტილება ბაზრის გახსნის გადავადების შესახებ“ - აღნიშნა დავით ნარმანიამ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023