ენერგეტიკა
21/06/2023

დავით ნარმანია ლიეტუვის ენერგეტიკის სამინისტროსა და მარეგულირებელი კომისიის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) თავმჯდომარე, დავით ნარმანია ლიეტუვის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეს, ინგა ზილიენეს შეხვდა. შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს ენერგეტიკული სექტორის დივერსიფიცირებისა და ენერგეტიკის რეგულირების საკითხები.

დავით ნარმანიამ შეხვედრაზე ისაუბრა საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში მიმდინარე რეფორმირების პროცესზე, განახლებადი ენერგიების პოტენციალსა და ხელშემწყობ საინვესტიციო მექანიზმებზე, ყურადღება გაამახვილა მარეგულირებელი კომისიის როლზე ენერგეტიკის სექტორის ეფექტიან რეგულირებაში.   

ლიეტუვის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა ლიეტუვის  ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარესთან, სადაც მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის საკითხები.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023