ენერგეტიკა
22/07/2021

დავით ნარმანია: ყველას ექნება ვალდებულება ბირჟაზე დარეგისტრირდეს, ივაჭროს, იწვალოს და ისწავლოს

სემეკი ენერგეტიკული ბირჟას და მის მონაწილეებს სატესტო ვაჭრობას დაავალდებულებს.

სემეკის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განმარტებით, ვალდებულება სპეციალური დოკუმენტით განისაზღვრება და ის ჯარიმებსაც გაითვალისწინებს.

„გარდამავალი პერიოდის დოკუმენტში ვწერთ ვალებულებას, რომ ბირჟა და მონაწილეები ვალდებულნი იქნებიან ამ წლის შემოდგომაზე, ვიდრე 1 იანვრიდან ბირჟის გახსნა მოხდება, სავალდებულო წესით ივაჭრონ. ყველას ექნება ვალდებულება დარეგისტრირდეს, სცადოს, ივაჭროს, იწვალოს და ისწავლოს. სხვა შემთხვევაში შესაძლოა მათი სანქცირება დადგეს დღის წესრიგში, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს საჭირო არ იქნება“, - აღნიშნა დავით ნარმანიამ.

სემეკის თავმჯდომარე იმედოვნებს, რომ იანვრიდან ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედდება დაიწყება.

ვიდრე ბირჟა გაიხსნება პირდაპირ მომხმარებლებს 2 არჩევანი აქვთ: გააფორმონ ხელშეკრულებები ენერგიის მომწოდებლებთან ან ელექტროენერგია შეიძინონ ესკოსგან. ბირჟის ამოქმედების შემდეგ კი, ისინი ელექტროენერგიის შეძენას ბირჟაზე შეძლებენ.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023