ენერგეტიკა
25/04/2023

დავით ნარმანია საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ორგანიზებით გამართულ შეხვედრაზე სიტყვით წარდგა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) თავმჯდომარე დავით ნარმანია საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ორგანიზებით გამართულ შეხვედრაზე სიტყვით წარდგა და ენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაციის პროცესში მომხმარებელთა ახალ შესაძლებლობებზე ისაუბრა. შეხვედრა გახსნა საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტმა, ელგუჯა მელაძემ.

შეხვედრას ესწრებოდნენ ასოციაციის წევრი კომპანიები, რომლებსაც სემეკის წარმომადგენლებმა გააცნეს ახალი ელექტროენერგიის ბაზრის სამიზნე მოდელი. ენერგეტიკული ბაზრის რეფორმა ითვალისწინებს თავისუფალი და კონკურენტული ბაზრის პრინციპებს,  სადაც ბაზრის მონაწილეთათვის უზრუნველყოფილი იქნება თანასწორი, არადისკრიმინაციული პირობები, კონკურენტული ფასის გამჭვირვალედ ჩამოყალიბება, აღნიშნული  კი მომხმარებელს მისცემს თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობას.   

დავით ნარმანიას თქმით, მნიშვნელოვანია ასეთი ტიპის შეხვედრების ორგანიზება, რათა დაინტერესებულ პირებს მეტი ინფორმაცია მიეწოდოთ ახალი ენერგეტიკული ბაზრის პირობებში ვაჭრობის მექანიზმებსა და სხვა მნიშვნელოვან ასპექტებზე.  

„დამსაქმებელთა ასოციაციის წევრ კომპანიებს მივაწოდეთ ინფორმაცია ახალ ენერგეტიკულ ბაზარზე მათი შესაძლებლობების შესახებ. ცნობილია, რომ ელექტროენერგეტიკული ბაზარი ეტაპობრივად გადადის ახალ მოდელზე, რაც მომხმარებელს აძლევს საშუალებას, ელექტროენერგია შეისყიდოს მისთვის საჭირო დროს კონკურენტულ ფასად. ახალი ბაზრის ფარგლებში მოხდება ბაზრის შიდა რესურსების ეფექტიანი გამოყენება, ტექნოლოგიური ინოვაციებისა და სხვა ტიპის მომსახურებების დანერგვის ხელშეწყობა, გაუმჯობესდება ელექტროენერგიის მიწოდების საიმედოობა და უსაფრთხოება, უზრუნველყოფილი იქნება მომხმარებლების აქტიური მონაწილეობა ბაზარზე, ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მაღალი დონე, ბაზარზე შესვლისა და გასვლის თავისუფლება, სოციალური კეთილდღეობის მაქსიმიზაცია“, - განაცხადა სემეკის თავმჯდომარემ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023