ენერგეტიკა
30/06/2022

დავით ნარმანია: თელასი და თელმიკო სანქცირებულთა სიაში თუ მოხვდებიან, ამას მომხმარებელი ვერ იგრძნობს

იმ შემთხვევაში თუ, სანქცირებულთა სია გაფართოვდება და ამაში თელასი, თელმიკო მოხვდებიან, სემეკის თავმჯდომარის დავით ნარმანიას განცხადებით, ეს ელექტროენერგიის მიწოდების თვალსაზრისით შემაფერხებელი ფაქტორი ვერ გახდება.

"თუ სანქცირებულთა სიაში "ინტერაოს" ჯგუფი და მისი შვილობილი კომპანიები თბილისში თელასი და თელმიკო მოხვდებიან, ეს ელექტროენერგიის თვალსაზრისით ჩვენთან შემაფერხებელი ვერ იქნება, რადგან მარეგულირებელი კომისიის მთავარი როლი, ფუნქცია და დანიშნულებაა, დანიშნოს სპეციალური მმართველი ასეთ შემთხვევაში და შიდა საბანკო სისტემის მეშვეობით განხორციელდეს გადახდები, ოპერაციები, ისე, რომ ამას მომხმარებელი ვერ იგრძნობს. 

ბორჯომის ქეისთან პარალელი გაავლეს, თუმცა ეს განსხვავებული იქნება, რადგან ბორჯომი ეს არის თავისუფალ ბაზარზე არარეგულირებადი კომპანია, მაშინ როდესაც იგივე თელასი და სხვა კომპანიები არიან რეგულირებად სექტორში მომუშავე კომპანიები, მარეგულირებელი კომისია არეგულირებს მათ საქმიანობას. აქ სხვა ტიპის გადაწყვეტილებები იქნება მიღებული", - აღნიშნა დავით ნარმანიამ.  

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023