ენერგეტიკა
24/01/2023

დავით ნარმანია USAID-ის საქართველოს ენერგეტიკის მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის წარმომადგენლებს შეხვდა

სემეკთან არსებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში USAID-ის საქართველოს ენერგეტიკის მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის ორგანიზებით, სასწავლო ცენტრის ორგანიზაციის, ბიუჯეტის, სტრუქტურის ჩამოყალიბებისა და ცენტრის ოპერირების საკითხებზე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა გახსნეს სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ, ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის დირექტორმა ნუგზარ ბერიძემ და  USAID-ის საქართველოს ენერგეტიკის მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის ხელმძღვანელმა პირებმა.

შეხვედრაზე დავით ნარმანიამ ყურადღება გაამახვილა USAID-ის საქართველოს ენერგეტიკის მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის მხარდაჭერაზე სხვადასხვა მიმართულებით.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ USAID-თან ვთანამშრომლობთ არა მხოლოდ სემეკის, არამედ ახლა უკვე ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ფარგლებშიც. საქართველოს ენერგეტიკის მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში დღემდე რამდენიმე შეხვედრა, რომლის მიზანიც ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის, როგორც ორგანიზაციის, ასევე ცენტრის ტრენინგების სწორი ჩამოყალიბება და განვითარებაა. ვგეგმავთ, მომავალში უფრო მეტად გავააქტიუროთ ჩვენი თანამშრომლობა“, - აღნიშნა დავით ნარმანიამ 

შეხვედრის ფარგლებში USAID-ის საქართველოს ენერგეტიკის მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის მიერ მოწვეულმა „დელოიტ კონსალტინგის“ ექსპერტმა, დოქტორმა რაჯ ბარუამ შეხვედრის მონაწილეებს გააცნო აშშ-ს გამოცდილება სასწავლო ცენტრის მართვასა და განვითარებასთან დაკავშირებით.  დოქტორ რაჯ ბარუას აქვს 30 წელზე მეტი გამოცდილება ენერგეტიკის სექტორში. იგი წლების განმავლობაში კონსულტაციებს უწევდა სხვადასხვა ქვეყნის მარეგულირებელ კომისიებს.  

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023