ენერგეტიკა
16/06/2023

დავით ნარმანიამ განახლებადი ენერგიის საინვესტიციო კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ განახლებადი ენერგიის საინვესტიციო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID)  ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაზე სემეკის თავმჯდომარემ ისაუბრა ენერგეტიკული ბაზრის რეფორმირების პროცესში სემეკის როლსა და მიზნებზე.

„ვემზადებით ელექტროენერგეტიკული ბაზრის გახსნისთვის. სემეკმა ენერგეტიკული ბაზრის რეფორმირების პროცესში რამდენიმე ათეული ნორმატიული აქტი მიიღო. ამჟამად, კომისია განიხილავს 2 დოკუმენტს, ეს არის ქსელის წესები და ბაზრის წესებში ცვლილებათა პაკეტი, რომელთა დამტკიცების შემდგომაც მარეგულირებელი ჩარჩო სრულად იქნება მზად ბაზრის გახსნისთვის. აქტიურად ვმუშაობთ საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებაზე, რათა უფრო მეტი ინვესტიცია მოვიზიდოთ ენერგეტიკაში, რაც ხელს შეუწყობს ელექტროენერგეტიკული ახალი ბაზრის კიდევ უფრო მეტად განვითარებასა და განახლებადი ენერგიების ათვისებას“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.  

განახლებადი ენერგიის საინვესტიციო კონფერენცია გახსნეს  ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და USAID-ის საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა.

ღონისძიებაზე მოხსენებით წარდგნენ სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე რომეო მიქაუტაძე, საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორი, ჯაბა ხმალაძე. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს სამთავრობო უწყებების, ენერგეტიკის სექტორში მოქმედი კომპანიებისა და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023