ენერგეტიკა
21/06/2023

დავით ნარმანიამ ლიეტუველ კოლეგებს საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის რეფორმირების პროცესი გააცნო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ, ლიეტუვას რესპუბლიკის ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული საბჭოს მიწვევით, ვილნიუსში გამართულ ორმხრივ შეხვედრებში მიიღო მონაწილეობა.

სემეკის თავმჯდომარემ უცხოელ კოლეგებს გააცნო საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის რეფორმირების პროცესი და პერსპექტივები.

შეხვედრების ფარგლებში მხარეებმა განიხილეს ლიბერალური ელექტროენერგეტიკული ბაზრის ტრანსფორმაციის, ტარიფების რეგულირების, ქსელთან მიერთებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვასთან დაკავშირებული საკითხები საქართველოსა და ლიეტუვის მაგალითებზე.

დავით ნარმანიასთან ერთად შეხვედრებში მონაწილეობა მიიღეს და პრეზენტაციები წარადგინეს სემეკის წევრმა მაია მელიქიძემ, ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის დირექტორმა ნუგზარ ბერიძემ და ტარიფებისა და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტის დირექტორმა, გივი სანიკიძემ.  

ასევე, ლიეტუველი კოლეგების მხრიდან მოისმინეს პრეზენტაციები ნეტო აღრიცხვისა და ენერგეტიკული ბაზრის რეფორმირების პროცესში ლიეტუვის გამოცდილების შესახებ.  

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023