ენერგეტიკა
08/06/2023

დავით ნარმანიამ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საჯარო ლექცია წაიკითხა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, პროფესორმა დავით ნარმანიამ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ეკონომიკისა და ბიზნესის საკითხებზე საჯარო ლექცია წაიკითხა. ლექციას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სხვადასხვა ფაკულტეტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტები.

დავით ნარმანიამ საჯარო ლექციის ფარგლებში დეტალურად ისაუბრა ლიბერალური საგადასახადო პოლიტიკის შესახებ, ყურადღება გაამახვილა საკანონმდებლო ვალდებულებებზე, ეკონომიკური საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე, ლიცენზიების გაცემის წესსა და ბიზნესის დაწყების სიმარტივეზე.

დავით ნარმანიამ მიმოიხილა სხვადასხვა ქვეყნების მაგალითები, ისაუბრა რიგი მიმართულებებით საქართველოს საგადასახადო სივრცეში რეფორმირების აუცილებლობაზე. გარდა ამისა, მან ხაზი გაუსვა საქართველოში მოქმედი დამოუკიდებელი მარეგულირებელი კომისიების ფუნქციებსა და როლს რეგულირებადი სექტორების განვითარების პროცესში, ისაუბრა კონკურენციის აუცილებლობაზე.

სემეკის თავმჯდომარემ სტუდენტებს გააცნო ენერგეტიკის სექტორში არსებული სიახლეები, მათ შორის, ისაუბრა მწვანე წყალბადის საკითხებზე, ენერგიის შემნახველ მოწყობილობებსა და სხვა ინოვაციურ პროექტებზე. საჯარო ლექციის დასრულებისას დავით ნარმანიამ უპასუხა სტუდენტების კითხვებს, რომლებიც შეეხებოდა საქართველოს ეკონომიკურ და ენერგეტიკულ მიმართულებებს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023