ენერგეტიკა
08/03/2022

დავით სონღულაშვილი: საქართველოს მიზანია რუსეთის ენერგორესურსებზე დამოკიდებულების შემცირება

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის დავით სონღულაშვილის შეფასებით, საქართველომ გადადგა ისტორიული ნაბიჯი და უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად ევროკავშირის წევრობაზე ოფიციალური განაცხადი გააკეთა.
 
მისი თქმით, მიზნის სრულად შესასრულებლად და ევროკავშირში შესვლის დასაჩქარებლად მნიშვნელოვანია უკეთესი კავშირების შექმნა და ფიქრი იმის შესახებ თუ როგორ შეიძლება სწრაფი ეკონომიკური ინტეგრაცია ევროპის საერთო ბაზარზე.
 
დეპუტატის განცხადებით, საქართველოს მიზანია, ქვეყნის დამოკიდებულების შემცირება რუსეთის ენერგო რესურსებზე. ევროპასთან შესაბამისი კავშირების შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს როგორც ენერგიის ჩვენგან მიწოდებას, ასევე ევროპიდან ელექტროენერგიის აქ შემოდინებასა და ერთიან ევროპულ ენერგეტიკულ სივრცეში საქართველოს ინტეგრირებას. ეს მნიშვნელოვანია როგორც ენერგეტიკის, ასევე კლიმატის დაცვის თვალსაზრისით.
 
"ვინაიდან ჩვენ არ ვართ დაკავშირებულები ერთიან ევროპულ სივრცესთან, შავი ზღვის პოტენციალის უკეთესად ათვისება და შესაბამისი კავშირების განვითარება გვჭირდება, ხოლო ამისთვის საქართველო შეიძლება გამოვიყენოთ როგორც ჰაბი.
ეს მნიშვნელოვანი იქნება რუსეთის ენერგორესურსებზე დამოკიდებულებას შემცირების თვალსაზრისითაც, რაც უკვე მსოფლიო დღის წესრიგშიცაა", - განაცხადა დავით სონღულაშვილმა ევროკავშირის ეროვნული პარლამენტების ევროპულ საქმეთა კომიტეტების კონფერენციის (COSAC) პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.
Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023