ენერგეტიკა
23/04/2021

დავით თვალაბეიშვილი: 10 წელში ელექტროენერგიის იმპორტი გაზრდილია 8-ჯერ და ეს საყურადღებოა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილი ენერგოსექტორის განვითარების მნიშნელობაზე აცხადებს. მინისტრი მოადგილე განმარტავს, რომ ამ მიზნით სექტორის ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში რეფორმირება უპირობოდ უნდა შესრულდეს.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიუროს სახელით გამართულ საჯარო დისკუსიაზე განაცხადა, რომ საქართველოში ძალიან ამბიციური რეფორმები მიმდინარეობს ენერგეტიკის სექტორში, მათ შორის არის ორგანიზებული ენერგეტიკული ბაზრების ჩამოყალიბება, ენერგეტიკული ბირჟის განვითარება, ენერგოეფექტურობის მექანიზმების შემუშავება და დანერგვა, განახლებადი ენერგიების პროექტების მხარდაჭერა და ა.შ.

„საქართველოს ენერგეტიკის სექტორის განვითარების პერსპექტივებს და მომავალს ჩვენ ვხედავთ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ენერგეტიკის სფეროს რეფორმირების კუთხით აღებული ვალდებულებების სრულ და უპირობო შესრულებაში - ამით მოგვეცემა შესაძლებლობა, მოვიზიდოთ ინვესტიციები, ჩამოვაყალიბოთ გამჭვირვალე ბაზრები და ხელი შევუწყოთ ენერგეტიკის სექტორში კონკურენციის ზრდას,“ - აღნიშნა დავით თვალაბეიშვილმა .

დავით თვალაბეიშვილი ამბობს, რომ ქვეყნისთვის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების გაზრდაა.

"2010-2020 წლებში ელექტროენერგიის იმპორტის მოცულობა გაიზარდა 8-ჯერ, რაც არის ძალიან საყურადღებო მაჩვენებელი. ეს, პირველ რიგში, ხდება იმიტომ, რომ ეკონომიკურ განვითარებასთან ერთად ქვეყანაში იზრდება ელექტროენერგიის მოხმარება, რომელსაც ვერ მიჰყვება გენერაციის ობიექტების განვითარების ტემპი და იძულებულები ვართ, გავზარდოთ იმპორტი. პროცესი თუ ასე გაგრძელდა, 2030 წლისთვის ჩვენი ენერგომოხმარების 50 პროცენტი დამოკიდებული იქნება გარე წყაროებზე, იმპორტზე და აუცილებლად საჭიროა ამის საწინააღმდეგოდ ადგილობრივი რესურსების ოპტიმალური და გონივრული გამოყენება - ეს არის წყლის, ქარის და მზის რესურსები, მათ შორის რეზერვუარებიანი ანუ კაშხლიანი სადგურების მშენებლობა იმისთვის, რომ სისტემაში გვქონდეს რეზერვები და სწორედ რეზერვუარებიანი სადგურები გვაძლევს საშუალებას, მზის და ქარის გენერაციების პროექტების მაქსიმალური ინტეგრაცია მოხდეს ელექტროსისტემაში“ - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.

საქართველოს ენერგეტიკის სექტორის განვითარების პერსპექტივები და მიმდინარე რეფორმები განიხილეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიუროს სახელით გამართულ საჯარო დისკუსიაში. მასში ევროპარლამენტის წევრი ვიოლა ფონ კრამონი, არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივას“ თავმჯდომარე მანანა ქოჩლაძე და სხვა მიწვეული სტუმრები მონაწილეობდენ. დისკუსიას მოდერაციას უწევდა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის დირექტორი შტეფან მაისტერი.

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი გერმანული მწვანე პოლიტიკის ფონდია, რომელიც სამხრეთ კავკასიაში დემოკრატიის, კონფლიქტების ტრანსფორმაციისა და გარემოს დაცვის, ასევე ენერგეტიკის საკითხებზე მუშაობს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023