ენერგეტიკა
03/03/2021

"დე-ფაქტო აფხაზეთის 250 000 მაცხოვრებელი იმდენ ენერგიას მოიხმარს, რამდენსაც 1,2 მლნ-იანი თბილისი"

საქართველოს მთავრობამ უნდა გადახედოს ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის დე ფაქტო აფხაზეთის ადმინისტრაციასა და დანაჩენ საქართველოს შორის განაწილების ფაქტობრივ მდგომარეობას და ის უნდა დაუბრუნდეს თავის დროზე შეთანხმებულ 60/40-ზე ნიშნულს, - განაცხადა ანალიტიკოსმა ანდრია გვიდიანმა გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“.

მისივე თქმით, დღესდღეობით, რეალობა ის არის, რომ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მიერ ფაქტობრივად მოხმარებული რესურსი ენგურგჰესის გამომუშავების 90%-საც კი აღწევს.  

გვიდიანის თქმით, ცხადია, რომ არსებული მდგომარეობა ერთგვარი პოლიტიკური გადაწყვეტილების შედეგია, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ეს შედეგი პირდაპირ აისახება საქართველოში ელექტროენერგიის ტარიფზე, ანუ საქართველოს მოსახლეობაზე და საქართველოში ბიზნესის მდგომარეობაზე.

„დე ფაქტო აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარების თვალსაზრისით სრული განუკითხაობაა. იქ ყვავის იატაკქვეშა მაინინგი და მარტივი ფაქტობრივი მონაცემების გაცნობაც კი მთელი სიმძაფრით გვაჩვენებს არსებული სურათის არაადეკვატურობას. კერძოდ, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში, ბოლო მონაცემებით, ცხოვრობს სულ 250 000 ადამიანი. აფხაზეთის მოხმარება არის 2,5 მლრდ კილოვატი. ეს მაშინ, როცა 1,2 მილიონიანი თბილისის მოხმარება შეადგენს ასევე 2,5 მლრდ კილოვატს. ხომ შეუძლებელია, ობიექტურად 5-ჯერ მეტ ელექტროენერგიას მოიხმარდეს აფხაზეთის მოსახლე თბილისის მოსახლესთან შედარებით.

ამდენად, ვფიქრობ, რომ არსებული ვითარება სასწრაფოდ არის გადასახედი და საქართველოს მთავრობამ უნდა უზრუნველყოს ენგურჰესის მიერ გამომუშავებული რესურსის არსებული პარიტეტით, ანუ 60% საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიას, ხოლო 40% დე ფაქტო აფხაზეთის ადმინისტრაციას, განაწილება“, – განაცხადა ანდრია გვიდიანმა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023