ენერგეტიკა
03/06/2021

დენის შმიგალი: ენერგოუსაფრთხოება საქართველოსთან თანამშრომლობის ერთ-ერთი საკვანძო მიმართულებაა

საქართველო და უკრაინა ენერგოუსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას გეგმავენ.

როგორც უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა ქართველ კოლეგასთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, ენერგეტიკული უსაფრთხოება მხარეებს შორის შემდგომი თანამშრომლობის ერთ-ერთი საკვანძო მიმართულებაა.

როგორც უკრაინის პრემიერმა აღნიშნა, მიღწეულია შეთანხმება, რომ მხარეები ხელს შეუწყობენ მწვანე ენერგეტიკის და ენერგოეფექტურობის განვითარებას.

მისივე თქმით, ამას ხელს შეუწყობს ურთიერთგაგების მემორანდუმი , რომელიც პროფილურ უწყებებს შორის გაფორმდება და ეს დოკუმენტი იქნება საფუძველი ერთობლივი მიდგომების შემუშავებისთვის, რომლებიც მიმართულია აღდგენითი ენერგიის ბაზრების განვითარებაზე.

„მოლაპარაკებების დროს, ბატონ პრემიერ-მინისტრთან გამოვხატე დაინტერესება საინვესტიციო თანამშრომლობის უფრო აქტიური განვითარების კუთხით. ჩვენ ვისაუბრეთ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციაში ინვესტიციების მოზიდვის გზებზე, ასევე ერთობლივი საწარმოების განვითარებაზე და სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის პროცესზე. ორივე ქვეყნისთვის ძალიან საინტერესო იყო სახელმწიფო კერძო პარტნიორობის პროექტების დანერგვის მიმართულება, კერძოდ, საზღვაო სექტორში ავიაციაში და საგზაო სფეროში", - განაცხადა შმიგელმა.

მზად ვართ, რომ ამავდროულად განვიხილოთ ასევე სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებით თანამშრომლობა, მათ შორის შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციისა და სუამის ფარგლებში, სადაც ჩვენ გვავს მსგავსი პოზიციები და მიდგომები ამ ორგანიზაციების შემდგომ საქმიანობასთან დაკავშირებით“, - განაცხადა დენის შმიგალმა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023