ენერგეტიკა
01/04/2022

EBRD-ის €40 მლნ-ის სესხი და EU-ს €13 მლნ-ის გრანტი - რას ითვალისწინებს ენერგოეფექტურობის პროექტი

EBRD-ის €40 მილიონიანი სესხი და ევროკავშირის €13 მილიონიანი გრანტი - ააქართველოს ენერგიის მოხმარების შემცირების მიზნით საერთაშორისო პარტნიორები ახალ დახმარებას სთავაზობენ.

თანხა გამოყენებული იქნება ენერგიის მოხმარების შესამცირებლად, ძირითადად სკოლებში, რაც ხელს შეუწყობს საერთო ენერგეტიკულ უსაფრთხოებას და გარემოს დაცვას. დამატებით დაფინანსებას უზრუნველყოფს KfW. 

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ გავცრელებული განცხადების თანახმად, ინვესტიცია სკოლებში დააფინანსებს ფასადების, სახურავების და სარდაფების თბოიზოლაციას, ახალ ფანჯრებსა და კარებს, განახლებული გათბობის სისტემებს, ქვაბების, მილების, ტუმბოების, ვენტილაციისა და გაგრილების სისტემების და წყლის დაზოგვის მოწყობილობებს. EBRD-ში განმარტავენ, რომ შედეგად, გათბობის გადასახადები შემცირდება, რაც ხელისუფლებას საშუალებას მისცემს დანაზოგი სხვა სერვისებზე გამოყოს და მოსწავლეები შეძლებენ ისწავლონ უფრო სასიამოვნო და ეკოლოგიურად სუფთა საკლასო ოთახებში. ინვესტიცია გაზრდის ენერგოეფექტური ტექნოლოგიების გამოყენებას, ხელს შეუწყობს ადგილობრივ სამშენებლო სექტორს და შექმნის დასაქმების შესაძლებლობებს. 

„დაბალ კომუნალურ გადასახადებს, უფრო სუფთა გარემოსა და მეტ ენერგეტიკულ უსაფრთხოებას ყველასთვის დიდი სარგებელი მოაქვს. ევროკავშირთან და KfW-სთან ერთად, ჩვენ ძალისხმევას მივმართავთ იმისთვის, რომ საქართველოში სკოლები გავხადოთ უფრო მწვანე და შევქმნათ კომფორტული სასწავლო გარემო სტუდენტებისთვის",- განმარტა EBRD-ის რეგიონულმა დირექტორმა კავკასიაში, კატარინა ბიორლინ ჰანსენმა. 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023