ენერგეტიკა
09/03/2021

ეკოლოგებს რომ დავუთმოთ ქვეყანა, ფაუნა-ფლორაში ვიცხოვრებთ - დეპუტატი ჰესების მშენებლობაზე

„ქართული ოცნების“ დეპუტატის ირაკლი ზარქუას შეფასებით, ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის ქვეყანაში ჰესების მშენებლობა მნიშვნელოვანია.

თუმცა, მისი თქმით, ამ პროცესში ყველას ინტერესი უნდა იყოს დაკმაყოფილებული.

„იგივე ვნებათა ღელვა იყო ენგურ ჰესის მშენებლობისას, რაც დღეს არის. უფრო მეტიც. ოჯახებს შორის ტრაგედიებიც მოხდა. საუბარი იყო - მიწა-წყალს გვართმევენ, გტბორავენ. ახლა კაშხლის ირგვლივ 2 სოფელია, რომელიც იქ მოპარული ცემენტით გაშენდა. დღეს კი, ეს დგას და საკმაოდ მნიშვნელოვან როლსაც ასრულრებს ჩვენს ენერგომამარაგებაში.

მე არ ვარ იმის მომხრე, რომ აპრიორი უნდა აშენდეს, ან არა. ეკოლოგებს რომ დავუთმოთ ეს ქვეყანა, ფაუნა-ფლორაში ვიცხოვრებთ, მაგრამ მეორეს მხრივ ეკონომიკა არ გვექნება. ყველა ნიუანსი და ყველას ინტერესი უნდა იყოს დაბალანსებული, და არ უნდა იყოს ცალმხრივი მიდგომა“,- განაცხადა ირაკლი ზარქუამ დარგობრივი კომიტეტის სხდომაზე, სადაც რაჭა-ლეჩხუმში ჰესების მშენებლობის საკითხს განიხილავენ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023