ენერგეტიკა
05/04/2023

"ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ სიმძლავრის აუქციონზე დაფიქსირდა მაღალი აქტიურობა"

განახლებადი წყაროებიდან ელექტროსადგურის მიერ ელექტროენერგიის წარმოების სიმძლავრის აუქციონი, რომელიც ეკონომიკის სამინისტრომ მიმდინარე წლის 10 თებერვალს გამოაცხადა, დასრულდა - აუქციონის კომისიის სხდომაზე დახურულ კონვერტებში წარმოდგენილი განაცხადები გაიხსნა და მათი შესწავლა დაიწყო. კომისიის თავმჯდომარის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის განცხადებით, კერძო სექტორიდან საკმაოდ მაღალი აქტიურობა დაფიქსირდა, კომისია აქტიურ რეჟიმში განაგრძობს წარმოდგენილი წინადადებების შესწავლას და საბოლოო შედეგები უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.

აღნიშნული აუქციონი განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემის ფარგლებში გამოცხადდა. შერჩეული პროექტები სახელმწიფოს მხრიდან ფასის გარანტიით იქნება დაზღვეული, რაც, საბოლოოდ,  ენერგოსექტორში 2 მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიციის განხორციელების შესაძლებლობებს შექმნის.

რომეო მიქაუტაძის ინფორმაციით, აუქციონში, რომელიც გამოცხადებული იყო 300 მგვტ. სიმძლავრეზე, შემოვიდა 78 განაცხადი, ჯამურად 900 მგვტ-ზე მეტ სიმძლავრეზე. მისი შეფასებით, ასეთი მაღალი აქტიურობა  ბიზნესსექტორთან სწორი კომუნიკაციისა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ უზრუნველყოფილი სამართლიანი და კონკურენტული გარემოს შედეგია.

მხარდაჭერის ახალი სქემა შეეხებათ მხოლოდ იმ ენერგეტიკულ პროექტებს, რომლებიც ვერ ვითარდებიან და ამისთვის დამატებითი სტიმული ესაჭიროებათ. სქემის მიხედვით, სახელმწიფო 15 წლის განმავლობაში იღებს ვალდებულებას, რომ აუქციონში გამარჯვებულ ფასად, გარანტირებულად შეისყიდოს ელექტროენერგია და ამით ხელი შეუწყოს ადგილობრივი გენერაციის განვითარებას. 10 თებერვალს გამოცხადებულ აუქციონში  კატეგორიებად იყო წარმოდგენილი როგორც ჰესები (მოდინებაზე),  ასევე მზისა და ქარის სადგურები და სხვა განახლებადი ენერგიის წყაროებზე მომუშავე ელექტროსადგურები.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023