ენერგეტიკა
01/10/2021

ექსპლუატაციაში შესული ახალი კორპუსები "ჭკვიანი მრიცხველებით" აღიჭურვება

1-ლი ოქტომბრიდან ექსპლუატაციაში შესული ყველა ახალაშენებული, მრავალბინიანი კორპუსი ელექტროენერგიის ე.წ. ჭკვიანი მრიცხველით აღიჭურვება.

სიახლეს სემეკის ახალი ნორმატიული აქტი ითვალისწინებს. სემეკში განმარტავენ, რომ „ჭკვიანი მრიცხველი“ ახდენს ხარჯების ოპტიმიზაციას და დადებითად აისახება ტარიფზე.

დამონტაჟების ვალდებულება შეეხება მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურსაც როგორც ქსელზე მიერთებისას, ასევე ელექტროსადგურით სარგებლობის შეთხვევაში.

ჭკვიანი მრიცხველის ელექტროენერგეტიკის სექტორში დანერგვა განპირობებულია ბაზრის ლიბერალიზაციისა და მომდევნო პერიოდში დიფერენცირებული ტარიფების ამოქმედებით.

„ჭკვიანი მრიცხველი“ იძლევა მონაცემების ელექტრონულად წაკითხვის შესაძლებლობას. ნებისმიერი დისტანციიდან შესაძლებელი იქნება მრიცხველთან დაკავშირება და მოხმარებისა და ფასების შესახებ ინფორმაციის მიღება. მომხმარებელს შეეძლება კომპიუტერული პროგრამის საშუალებით მისთვის სასურველ დროს შეამოწმოს მრიცხველი, აკონტროლოს მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობა და ფასი.

სემეკში ამბობენ, რომ მომდევნო ეტაპზე „ჭკვიანი მრიცხველებით“ აღიჭურვება 2021 წლის 1-ელ ოქტომბრამდე ექსპლუატაციაში შესული მრავალბინიანი კორპუსებიც, სადაც ელექტროენერგიის მომსახურე კომპანია საინვესტიციო გეგმების ფარგლებში განახორციელებს მრიცხველების ჩანაცვლებას.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023