ენერგეტიკა
17/05/2023

ელექტროენერგეტიკული ბაზრის მონაწილე კომპანიები ბაზრის გახსნისთვის ემზადებიან

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე, ელექტროენერგიის მწარმოებელმა, ისევე როგორც მსხვილმა მომხმარებელმა კომპანიებმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ერთად, ელექტროენერგეტიკული ბაზრის გახსნასა და ენერგეტიკული ბაზრის რეფორმასთან დაკავშირებულ სიახლეებზე იმსჯელეს.

შეხვედრას ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) თავმჯდომარე დავით ნარმანია, ენერგეტიკული ბირჟის დირექტორი ირინა მილორავა, საქართველოს ენერგეტიკული განვითარების ფონდისა და  სახელმწიფოს ელექტროსისტემისა და ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორების წარმომადგენლები.

აღსანიშნავაია, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძემ, ელექტროენერგეტიკული ბაზრის მონაწილეებს ბაზრის გახსნასთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები გააცნო და თანამშრომლობისა და კოორდინირებული მუშაობისკენ მოუწოდა.

საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის დირექტორმა ირინა მილორავამ ენერგეტიკული ბაზრების რეფორმასა და ენერგეტიკულ ბირჟაზე ახალ მოდელში ისაუბრა. ასევე, შეხვედრის ფარგლებში განიხილეს, ელექტროენერგიის ბაზრის სამიზნე მოდელი, მისი კონცეფცია და აღსრულების მექანიზმები. საუბარი შეეხო, ორმხრივი ხელშეკრულებების ბაზარს, არსებული ორმხრივი ხელშეკრულებების მისადაგებას ახალ მოდელთან და დეტალურად გაანალიზდა დღით ადრე და დღიური ბაზრის პრინციპები.

შეხვედრაზე საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორთა საბჭოს წევრმა ზვიად გაჩეჩილაძემ საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზარზე, უბალანსობის ფორმულასა და საბალანსო პროდუქტების შესყიდვის პროცენტულ მაჩვენებლებზე ისაუბრა.

ელექტროენერგეტიკული დარგის კომპანიების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ კითხვა-პასუხის რეჟიმში, რასაც მოჰყვა ღია დისკუსია.

„ენერგეტიკის დარგში მომუშავე კომპანიები აქტიურად ემზადებიან ბაზრის გახსნისთვის, შესაბამისად, საქართველოს ბიზნეს ასოციაცია აქტიურ რეჟიმში ცდილობს სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის პირდაპირი კომუნიკაციის დამყარებას, რაც ორმხრივად სარგებლის მომტანი იქნება. ვიმედოვნებთ, რომ პროცესი ჰარმონიულად წარიმართება. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოსა და დარგში მოღვაწე ბიზნეს ოპერატორებს შორის მიმდინარეობს კონსულტაციების პროცესი, რაც პოზიციებს მაქსიმალურად დაახლოებს,“ განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023