ენერგეტიკა
18/03/2021

"ელექტროენერგიის 70% იმპორტირებულია, განახლებადი ენერგორესურსების ათვისება მნიშვნელოვანია"

ქვეყანაში გუშინ ელექტროენერგიის ავარიულად გათიშვის საკითხს საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციაში აფასებენ. გაერთიანებაში საკუთარი წარმოების ელექტროენერგიის მნიშვნელობაზე საუბრობენ და განმარტავენ, რომ ფაქტმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა რამდენად მოწყვლადი შეიძლება იყოს მეზობლებზე დამოკიდებულება.

„ეს არის ზუსტად ის რასაც ვპროგნოზირებდით, რომ 5-10 წელში ჩვენ აღარ გვეყოფა გადამცემი ხაზების სიმძლავრეები იმპორტის განსახორციელებლად. სამწუხაროდ ეს გაცილებით ადრე მოხდა. გაზის მოწოდება შემცირდა მეზობლებისგან, რამაც შეამცირა ჩვენი თბოსადგურების მიერ ელექტროენერგიის გამომუშავება, შესაბამისად მოიმატა იმპორტმა, რამაც გამოიწვია ავარია. ამან კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა რამდენად მოწყვლადი შეიძლება იყოს მეზობლებზე დამოკიდებულება და რამდენად კრიტიკულია საკუთარი განახლებადი ენერგორესურსების ათვისება, იმისათვის რომ ჩვენ ქვეყანაში მაცხოვრებელების კეთილდღეობას არ შეექმნას საფრთხე და საქართველო სტაბილურად განვითარდეს. ამ შემთხვევაში ეს იყო ტექნიკური პრობლემა, ხოლო ფასის და ფინანსური რისკების საკითხი კიდევ ცალკე განხილვის საგანია,“ - განმარტავს საქართველოს განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი აბრამიშვილი.

საქართველოს განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის ინფორმაციით, იმასთვის რომ მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა მომხდარიყო შესაბის სტრუქტურებს ელექტროენერგიის მოხმარების ხელოვნურად შემცირება მოუხდათ. 

„ყველაფერს აქვს თავისი ლიმიტი. ეს ლიმიტები ჩვენს შემთხვევაში თურქეთთან დამაკავშირებელ გადამცემ ხაზებთან მიმართებაში საკმაოდ მაღალია, მაგრამ ამ ლიმიტებსაც უკვე გადავაჭარბეთ. ჩვენ ქვეყანაში ამ დროისთვის ელექტროენერგიის მოხმარების 70%-მდე მოდის იმპორტზე, ჩვენი სისტემა იმის ხარჯზე მუშაობს, რომ ჩვენი მოხმარების ხელოვნურად შემცირება მოხდა", - განმარტავს გიორგი აბრამიშვილი.

ცნობისთვის ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდება გუშინ შეწყდა. სახელმწიფო ელექტროსსტემაში მთავარ მიზეზად საქართველოსა და თურქეთის ენერგოსისტემების დამაკავშირებელი 400 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის „მესხეთი“ გამორთვას ასახელებენ.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023