ენერგეტიკა
31/05/2021

"ელგრინი" ელექტროენერგიის იმპორტის 2021 წლის აპრილის ფასებს ასაჯაროებს

ენერგეტიკულმა კომპანია „ელგრინმა“ 2021 წლის აპრილში განხორციელებული ელექტროენერგიის იმპორტის ტარიფები გაასაჯაროვა.

როგორც კომპანის მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზშია აღნიშნული, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, „ელგრინი“ განაგრძობს 2021 წლის იანვრიდან დაწყებულ პრაქტიკას და საქართველოში იმპორტირებული ელექტროენერგიის მოცულობებსა და ტარიფებს ყოველთვიურად აქვეყნებს.

2021 წლის აპრილში საქართველოში  ელექტროენერგიის იმპორტმა შეადგინა 259.6 მილიონი კილოვატ/საათი. აქედან, 173.4 მილიონი კილოვატ/საათი -რუსეთიდან, 36.2 მილიონი კილოვატ/საათი- აზერბაიჯანიდან, ხოლო 50.1 მილიონი კილოვატ/საათი- თურქეთიდან შემოვიდა.  

რუსეთიდან  173.4 მილიონი კილოვატ/საათის იმპორტი სრულად მოხმარდა აფხაზეთის მოხმარების დაბალანსებას და არც  ესკოს  და არც სახელმწიფო ბიუჯეტს ამაში თანხა არ გადაუხდია.

36.2 მილიონი კილოვატ/საათიდან 23.1 მილიონიკილოვატ/საათი „ელგრინმა“ ესკოს 3.9/3.9/6.9 ცენტად მიაწოდა, ხოლო  13.1  მილიონი კილოვატ/საათის  მიწოდებაზე გარიგება პირდაპირ მომხმარებლებთან შედგა.

გავრცელებულ პრეს-რელიზში კომპანია „ელგრინის“ წარმომადგენლები Galt & Taggart-ის მიერ საქართველოს ელექტროენერგიის ბაზრის კვლევის გამოქვეყნებულ შედეგებს გამოეხმაურნენ და აღნიშნეს, რომ კვლევა მკაფიოდ ასახავს საქართველოს ელეტროენერგეტიკული ბაზრის ტენდენციებს და რეალობას, მათ შორის, იმპორტირებული ელექტროენერგიის ფასებისა და მოცულობების შეფასების კუთხით.

„კვლევამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩვენს მიერ არაერთხელ აღნიშნული ფაქტი, რომ აზერბაიჯანიდან იმპორტირებული ელექტროენერგია იაფია როგორც თურქეთიდან, ასევე რუსეთიდან იმპორტირებულ ელექტროენერგიაზე“, - აღნიშნა ელგრინის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა, ზურაბ ნოღაიდელმა.

კომპანია “ელგრინი” ელექტროენერგიის ტრანსასაზღვრო ვაჭრობით არის დაკავებული და ელექტროენერგიის ტრანზიტს აზერბაიჯანიდან თურქეთში საქართველოს გავლით აწარმოებს.

2015 წლიდან კომპანია აზერბაიჯანიდან იაფი ელექტროენერგიის იმპორტს საქართველოშიც ახორციელებს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023