ენერგეტიკა
30/08/2021

Ener-t: განახლებადი ენერგიის დივერსიფიკაცია საქართველოს უმნიშვნელოვანესი მიზანია

განახლებადი ენერგიის დივერსიფიკაცია საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი მიზანია, - ამის შესახებ კომპანია Ener-t International-მა Trend.az-განაცხადა.

როგორც კომპანიაში განმარტავენ, საქართველოში ელექტროენერგიის დაახლოებით 81%-ს ჰიდროელექტროსადგურები გამოიმუშავებენ, თუმცა ცვეთის გამო, ჰესებს არსებული სიმძლავრის მხოლოდ 60%-ის პოტენციალის გამოყენება შეუძლია.

ენერგიის დაგროვებაზე საუბრისას, კომპანია აღნიშნავს, რომ ელექტროსადგურები შესაძლოა დაემატოს "ენერგიის დაგროვების სისტემაში", რომელიც მის მუშაობას დღეში რამდენიმე საათით გაახანგრძლივებს.

შეგახსენებთ, რომ ისრაელის ერთ-ერთმა უმსხვილესმა ენერგეტიკულმა კორპორაცია ENER-T-იმ საქართველოს ბაზარზე შემოსვლისა და მზის ელექტროსადგურის მშენებლობის სურვილზე აპრილში განაცხადა. კორპორაციის ტოპ-მენეჯმენტის წარმომადგენლებს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ უმასპინძლა.

მაშინ ითქვა, რომ კომპანია დაინტერესებულია ქვეყნის განახლებად ენერგეტიკაში, კერძოდ კი, მზის ენერგიის ათვისებასა და სექტორში ინვესტირებით. აღინიშნა, რომ ENER-T - ში განიხილავენ საქართველო 100 მგვტ და მეტი სიმძლავრის მზის ენერგიაზე მომუშავე ელექტროსადგურის მშენებლობას.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023