ენერგეტიკა
20/04/2023

"ენერგეტიკა საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია"

„საქართველოს განსაკუთრებული პოტენციალი აქვს განახლებადი წყაროებიდან ენერგეტიკის განვითარების მიმართულებით. ეს პირდაპირ კავშირშია როგორც ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობასთან, ასევე, რა თქმა უნდა, ეკონომიკურ და ენერგეტიკულ უსაფრთხოებასთან“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კონფერენციაში „საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების დაფინანსების მოზიდვა განახლებადი ენერგიის პროექტებისთვის“. 
 
ღონისძიება საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის (GREDA) ორგანიზებითა და თიბისის მხარდაჭერით ჩატარდა და მიზნად ისახავდა განახლებადი ენერგიის დარგის კერძო კომპანიების ინფორმირებას საერთაშორისი ფინანსურ ინსტიტუტებთან თანამშრომლობის შესახებ, ასევე დაფინანსების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობასა და ფინანსური ინსტიტუტებისთვის საქართველოს ენერგეტიკაში მიმდინარე სიახლეების გაცნობას.  
 
როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, ენერგეტიკის მიმართულება საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ამასთან, მისი თქმით, საგულისხმოა, ძალიან ბევრი კონკურენტუნარიანი პროექტი განხორციელდეს ისე, რომ ქვეყანას განვითარების ყველა წინაპირობა ჰქონდეს. 
 
„ამიტომ მნიშვნელოვანია ამ პროცესში არამარტო ხელისუფლების პოლიტიკა, რომელიც უწყობს ხელს განახლებული წყაროებიდან ენერგოსტრუქტურის განვითარებას, არამედ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ამ კუთხით საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების ჩართულობა, მათი მონაწილეობა და მათთან ერთად მნიშვნელოვანი მდგრადი პროექტების განხორციელება. სწორედ ამიტომ  შარშან ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო პროცესი გავწიეთ საერთაშორისო პარტნიორებთან იმისთვის, რომ ქვეყანას მხარდაჭერის კონკრეტული სქემები შეემუშავებინა  და ინვესტორებს, დეველოპერებს პროექტების  განხორციელების საშუალება მისცემოდათ, მათ შორის - საფინანსო ორგანიზაციებიდან მოეზიდათ დაფინანსების რესურსები“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. 
 
კონფერენციას ენერგეტიკის სექტორში დასაქმებული კერძო და საჯარო სექტორის, საერთაშორისო და ადგილობრივი ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლები დაესწრნენ. ვიცე-პრემიერ ლევან დავითაშვილის გარდა ასევე სიტყვით  გამოვიდნენ - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე რომეო მიქაუტაძე, GREDA-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი აბრამიშვილი და ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორი ჯაბა ხმალაძე.
 
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტებმა: საერთაშორისო ფინანსური კორპორაცია (IFC), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), აზიის განვითარების ბანკი (ADB), ნიდერლანდების განვითარების ბანკი (FMO) და ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB). როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, კონფერენცია მნიშვნელოვანი, ცალსახად პროდუქტიული პლატფორმა უნდა იყოს, სადაც დეველოპერები და საფინანსო ორგანიზაციები შეძლებენ კონტაქტების დამყარებას და ეს პრაქტიკულ შედეგებში გადაიზრდება.
Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023