ენერგეტიკა
09/02/2023

"ენერგეტიკაში ჭკვიანი ტექნოლოგიების დანერგვა ელ.ენერგიის მიწოდება-მოხმარების დაბალანსებას ხელს შეუწყობს"

„ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკული პოლიტიკა მოიცავს ციფრული ტექნოლოგიების ათვისებასა და მის აქტიურ გამოყენებას. სექტორის დიგიტალიზაციის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომლებიც სემეკმა ევროკავშირის მხარდაჭერით შეიმუშავა, მნიშვნელოვანია საქართველოს ენერგეტიკულ ბაზარზე მიმდინარე რეფორმების პროცესში. დარგში ჭკვიანი ტექნოლოგიების დანერგვა ხელს შეუწყობს ელექტროენერგიის მიწოდება-მოხმარების დაბალანსებას და ენერგეტიკული სისტემების ოპტიმიზაციას და განვითარებას,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილე რომეო მიქაუტაძემ პროექტის „სემეკის მხარდაჭერა დიგიტალიზაციისთვის შესაბამისი გარემოს შექმნისა და დიგიტალზიაციის სტრატეგიის შემუშავების შესახებ“ ოფიციალური დახურვის ცერემონიაზე.

ღონისძიებაზე ასევე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ სემეკის (ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის) თავმჯდომარე დავით ნარმანია, იტალიის ელჩი საქართველოში ენრიკო ვალვო და სხვა პასუხისმგებელი პირები.

პროექტი, რომელიც 8 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, ევროკავშირმა 250,000 ევროთი დააფინანსა. ის მიზნად ისახავს მარეგულირებელი კომისიის მხარდაჭერას დიგიტალიზაციის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში. პროექტში განხორციელებაში მონაწილეობდა იტალიის ენერგეტიკული მომსახურების სამსახური.

პროექტის პრეზენტაციაზე აღინიშნა, რომ ეფექტიანი, გამჭვირვალე და კონკურეტული ბაზრისთვის არსებითია ენერგეტიკული ბაზრის მონაწილეებისა და მომხმარებლების აღჭურვა სათანადო ციფრული მექანიზმებით, რათა უზრუნველყოფილი იყოს მათი აქტიური მონაწილეობა ბაზარზე.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023