ენერგეტიკა
24/02/2023

"ენერგეტიკის მედია კლუბის" ფარგლებში ჟურნალისტებისთვის ტრენინგები იწყება

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია (სემეკ) ენერგეტიკის სასწავლო ცენტრთან ერთად, პროექტ „ენერგეტიკის მედია კლუბის“ ფარგლებში ჟურნალისტებისთვის 9 მარტიდან ონლაინ კურსს იწყებს. კურსის თემატიკა შეეხება ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებს.

კურსს გახსნის სემეკის თავმჯდომარე, დავით ნარმანია და მონაწილეებს ენერგეტიკული ბიზნესის, ენერგეტიკული სექტორის რეგულირების საკითხებს გააცნობს. ტრენინგებს ჩაატარებენ სემეკის წარმომადგენლები და ენერგეტიკის სექტორში მოქმედი სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელი პირები.

კურსის ფარგლებში განხილული იქნება ელექტროენერგიის საცალო ბაზრის, განახლებადი ენერგიების რეგულირების, ჰიდრო და თბოენერგეტიკის ისტორიის, ენერგეტიკის სექტორში მოწყვლადი მომხმარებლების სტატუსის, ენერგეტიკული ბაზრების ლიბერალიზაციის, ენერგეტიკული ბირჟის, საბალანსო და დამხმარე ბაზრების, კონკურენციის, ბუნებრივი გაზის სექტორის, წყალმომარაგებისა და მელიორაციის სექტორების რეგულირების, სატარიფო პოლიტიკის, კიბერუსაფრთხოებისა და გარემოსდასცვითი  საკითხები.

კურსის ხანგრძლივობაა 2 თვე.კურსის დასრულების შემდგომ გაიცემა სერტიფიკატი.

მონაწილეობის მსურველებს რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ მოცემულ მულზე:

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2023 წლის 6 მარტი, 18:00 საათი.    

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023