ენერგეტიკა
19/06/2023

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი "დებატებისა და განათლების ინსტიტუტის" მიერ ორგანიზებულ დებატების ეროვნულ ტურნირში ჩაერთო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი  „დებატებისა და განათლების ინსტიტუტის“ მიერ ორგანიზებულ დებატების ეროვნულ ტურნირში ჩაერთო, რომელიც ხორციელდება პროექტის „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ ფარგლებში, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მხარდაჭერით.

ტურნირში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონის დებატების კლუბები, რომლებიც იმსჯელებენ საქართველოში სასმელი წყლის საკითხებზე.  დებატების ტურნირის ფინალური ეტაპი 27-28 ივნისს გაიმართება.

მოსწავლე-ახალგაზრდობის ცნობიერების ამაღლებისა და დებატებში მონაწილეთა ინფორმირებულობისათვის, ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც სემეკის წყალმომარაგების დეპარტამენტის წარმომადგენელმა, თემურ ლოჩოშვილმა წყალმომარაგების რეგულირების საკითხები გააცნო პროექტის 800-ზე მეტ მონაწილეს, რომლებშიც ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია.

 წყალმომარაგების საკითხებზე მოდებატეთა ინფორმირებულობის დონის ამაღლების მიზნით, ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის მიერ დამატებით რამდენიმე შეხვედრა გაიმართება, რომლის ფარგლებშიც სემეკის წარმომადგენლები მონაწილეებს წყალმომარაგების სატარიფო პოლიტიკასა და ტარიფების დადგენის მეთოდოლოგიას გააცნობენ.  

 

      

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023