ენერგეტიკა
08/04/2022

ენერგეტიკოსი: რუსეთმა მომენტი გამოიყენა, სანამ ჯერ კიდევ დიდია დამოკიდებულება მის ენერგორესურსებზე

არსებულ ვითარებაში, შეიძლება ითქვას, რომ რუსეთმა მომენტი გამოიყენა, სანამ ჯერ კიდევ არსებობს დიდი დამოკიდებულება მის ენერგორესურსებზე, - ამის შესახებ ანალიტიკური ცენტრის "მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის" დამფუძნებელმა მურმან მარგველაშვილმა გადაცემაში "ბიზნესპარტნიორის ოთხეული" განაცხადა. 

მისი თქმით, ევროპის და რუსეთის ენერგეტიკული დამოკიდებულება საბჭოთა კავშირის პერიოდში ჩამოყალიბდა. რუსეთი გაზის დაახლოებით 40%, ხოლო ნავთობის 27% ევროპას აწვდის, საიდანაც $150 მლრდ შემოსავალს იღებს.

"დღეში ეს არის $350 მლნ-მდე და როდესაც გაცვლით კურსს ეხება საქმე, სწორედ ამ მოცულობის თანხებზეა საუბარი. ევროკავშირმა კარგად იცის და აცნობიერებს, რომ დამოკიდებულება არ არის კომფორტული, ამიტომ შექმნა სუფთა ენერგიის პაკეტი. შესაბამისად, დიდიხანია დაწყებულია მუშაობა განახლებად ენერგიაზე და საკუთარი ენერგიის წყაროებზე გადასვლასთან დაკავშირებით. იმასთან ერთად, რომ გაფრქვევები შეამცირონ და ნახშირს დაანებონ თავი. თუმცა, ომისგან გამოწვეულმა მდგომარეობამ, ასე ვთქვათ დაასწრო ამ პროცესებს და რუსეთმა ეს გამოიყენა, სანამ კიდევ არსებობს დიდი დამოკიდებულება მის ენერგორესურსებზე. თორემ დამოკიდებილების შემცირებაზე მუშაობა ისედაც საწყებული იყო" - ამბობს მურმან მარგველაშვილი.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023