ენერგეტიკა
07/07/2021

"ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედებამდე დაგეგმილი სამუშაოების გრაფიკი უნდა გასაჯაროვდეს"

"ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედებამდე დაგეგმილი სამუშაოების გრაფიკი უნდა გასაჯაროვდეს", - ამის შესახებ „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ხელმძღვანელმა, გიორგი კაპანაძემ განაცხადა.

მისი აზრით, მხოლოდ ამ გზით, ანუ მიმდინარე პროცესებზე საზოგადოების დაინტერესებული წარმომადგენლების მხრიდან მონიტორინგით იქნება შესაძლებელი, რომ თუ 2022 წლის 1 იანვარს არა, გვიან გაზაფხულზე მაინც მოხერხდეს ენერგეტიკული ბირჟის სრულფასოვნად ამოქმედება.

„ჩვენს გაკვირვებას იწვევს ის ფაქტი, რომ ენერეტიკული ბირჟის მენეჯმენტი დღემდე არ აკეთებს კომენტარს, თუ რა კონკრეტული გეგმა აქვს საიმისოდ, რომ ბირჟის სრულფასოვანი ამოქმედების ახალ ნიშნულს, 2022 წლის 1 იანვარს, მზადყოფნაში შეხვდეს.

მიგვაჩნია, რომ ბირჟის მენეჯმენტმა უნდა წარმოადგინოს მისი მხრიდან დაგეგმილი სამუშაოების დროში გაწერილი გეგმა, რომ  შესაძლებელი გახდეს პროგნოზი, თუ რამდენად რეალისტურია ბირჟის გენერალური დირექტორის ივნისში გაკეთებული განცხადება,  1 იანვარს ბირჟის სრულფასოვანი ამოქმედებისთვის მზადყოფნასთან  დაკავშირებით. მხოლოდ ამ გზით, ანუ მიმდინარე პროცესებზე საზოგადოების დაინტერესებული წარმომადგენლების მხრიდან მონიტორინგით იქნება შესაძლებელი, რომ თუ 2022 წლის 1 იანვარს არა, გვიან გაზაფხულზე მაინც მოხერხდეს ენერგეტიკული ბირჟის სრულფასოვნად ამოქმედება“, – აღნიშნა კაპანაძემ.

შეგახსენებთ, ენერგობაზრის ლიბერალიზაციის პროექტის ფარგლებში დაგეგმილი იყო ენერგეტიკული ბირჟის 2020 წლის 1 ივლისს სრულფასოვნად ამოქმედება, ანუ საათობრივი ვაჭრობის დაწყება. 2020 წლის მაისის ბოლოს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელთა მხრიდან საჯაროდ გამოთქმული ეჭვის შემდეგ, რომ ბირჟა დათქმულ ვადაში ვერ ამოქმედდებოდა, ეკონომიკის სამინისტრომ გააკეთა განცხადება, ბირჟის ამოქმედების გადავადების გადაწყვეტილების შესახებ. ახალ ვადად 2022 წლის 1 იანვარი განისაზღვრა. არასამთავრობო სექტორის ნაწილს, კერძოდ, „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციას“, მიაჩნია, რომ ეს ვერც ამ ვადაში მოხერხდება, რამდენადაც საამისოდ, ტექნიკური თვალსაზრისით, ვერ მოემზადება ბაზრის პოტენციური მონაწილეების, ადგილობრივი გენერაციის ობიექტების, უმეტესობა. მხოლოდ იმპორტიორებისთვის კი, რამდენადაც ზამთარში ქვეყანა დიდწილად იმპორტირებულ დენს მოიხმარს, ბირჟის ამოქმედება, აფბას მიზანშეუწონლად მიაჩნია. ორგანიზაციაში თვლიამ, რომ სხვა მიზეზეთან ერთად, ამ დროს უკიდურესად იზრდება ბაზარზე არაჯასაღი მანიპულირების შესაძლებლობის რისკი.

ipress.ge

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023