ენერგეტიკა
31/01/2021

ენერგოდამოუკიდებლობისთვის ნამახვანჰესის მსგავსი პროექტების ამოქმედება მნიშვნელოვანია - GREDA

განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაცია ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის ნამახვანჰესის მსგავსი პროექტების განხორციელება მნიშვნელოვანია. ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი აბრამიშვილი ამბობს, რომ საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობაზე დიდადაა დამოკიდებული ქვეყნის პოლიტიკური დამოუკიდებლობა და ეკონომიკური განვითარება.

„ჩვენ 30 წელია, ვაშენებთ ეკონომიკურად და პოლიტიკურად ძლიერ სახელმწიფოს და ამ მიმართებით აუცილებელია, ჩვენი ბუნებრივი განახლებადი რესურსი - წყალი სწორად და ოპტიმალურად გამოვიყენოთ. ეს ფაქტორი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ელექტროენერგიის მზარდი მოხმარებისა და იმპორტის ზრდის ფონზე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ეს ტენდენცია შემოვაბრუნოთ და როდესაც 10 წლის შემდეგ ჩვენი ენერგომოხმარება გაორმაგდება, მისი დაკმაყოფილება საკუთარი რესურსებით შევძლოთ.

ჰიდრორესურსების და მთლიანი პოტენციალის ათვისების შემთხვევაში, შეგვიძლია ექსპორტიორი ქვეყანა გავხდეთ, - განაცხადა საქართველოს განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი აბრამიშვილმა.

მისი თქმით, ჰიდრორესურსების პოტენციალის მთლიანად ათვისების შემთხვევაში საქართველო ელექტროენერგიის ექსპორტიდან, დღევანდელი გასაშუალოებული იმპორტის ფასის ანგარიშით (თუმც სავარაუდოთ 10 წელიწადში ეს ფასი საგრძნობლად გაიზრდება), 5 მლრდ აშშ დოლარის შემოსავალს მიიღებს, საიდანაც 1 მლრდ აშშ დოლარი გადასახადების სახით ბიუჯეტში გადაირიცხება, დარჩენილი თანხა კი რეინვესტირებული იქნება ჩვენს ეკონომიკაში.

„საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობისთვის საჭიროა ისეთი მნიშვნელოვანი პროექტების ამოქმედება, როგორიცაა ნამახვანი ჰესების კასკადი. ისინი უნდა განვახორციელოთ საუკეთესო თანამედროვე სტანდარტებით და ჩვენი ადამიანური და გონებრივი რესურსი ამისაკენ მივმართოდ. ამ პროექტის განხორციელებით ჩვენ ვაჩვენებთ მსოფლიოს, რომ შეგვიძლია მაღალი სტანდარტების მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობა,“ - განაცხადა გიორგი აბრამიშვილმა.

ნამახვანის ჰესის დადგმული სიმძლავრეა 430-მეგვტ, ხოლო წლიური გამომუშავება დაახლოებით 1,5 მილიარდი კვტ საათია, რაც 2019 წელს საქართველოს მთლიანი მოხმარების 11.7%-ის ტოლია. პროექტის 800 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება და 2000 - მდე ადამიანი დასაქმდება, რომელთა დიდი ნაწილი რიონის ხეობის სოფლების მოსახლეები იქნებიან. სადგურის სრულად ექსპლოატაციაში შესვლა 2024 წლის ბოლომდეა დაგეგმილი.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023