ენერგეტიკა
03/07/2023

"ენერგოსექტორში $2 მლრდ-ზე მეტი ინვესტიციის განხორციელების შესაძლებლობა არსებობს"

საქართველოს მთავრობამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიცირებით განახლებადი ენერგიის ათვისების მხარდაჭერის სქემის შესაბამისად ჩატარებული სიმძლავრის აუქციონის შედეგები დაამტკიცა.
 
ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, აუქციონში გამარჯვებული 27 პროექტიდან, 10 მზის ელექტროსადგურის, 2 - ქარის, დანარჩენი 15 კი - ჰესის მშენებლობის ითვალისწინებს. 
 
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ პირველი აუქციონი 300 მგვტ დადგმულ სიმძლავრეზე იყო გამოცხადებული, მაგრამ მთავრობა ასევე გეგმავს, ზაფხულში დამატებითი სიმძლავრის აუქციონი ჩაატაროს, რათა კერძო დეველოპერებს, მიეცეთ მყარი საფასო გარანტიები ფინანსების მოსაზიდად და ენერგეტიკული პროექტების განსახორციელებლად. ლევან დავითაშვილის თქმით, საუბარია დაახლოებით 2 მლრდ დოლარზე მეტ პოტენციურ ინვესტიციაზე ენერგეტიკულ სექტორში.
 
ბრიფინგზე ლევან დავითაშვილმა ასევე გაამახვილა ყურადღება „გარდაბნის თბოსადგურ 3-ის“ პროექტზე, რომლის ფასთა გამოკითხვის პროცედურის შედეგად გამოვლინდება კერძო ინვესტორი, რომელიც გარდაბნის მუნიციპალიტეტში 350-430 დადგმული მგვტ. სიმძლავრის კომბინირებული ციკლის ენერგოეფექტური თბოელექტროსადგურს ააშენებს.
 
აუქციონის პირობებით, საქართველოში უდიდესი თბოელექტროსადგური ხელშეკრულების გაფორმებიდან  4 წლის ვადაში უნდა აშენდეს და გაეშვას ექსპლუატაციაში.
Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023